მთავარისიახლეებიევროკავშირმა, შესაძლოა, უნგრეთში გასამართ საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტს ბოიკოტი გამოუცხადოს - Politico

ევროკავშირმა, შესაძლოა, უნგრეთში გასამართ საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტს ბოიკოტი გამოუცხადოს – Politico

Published on

გამოცემა Politico წერს, რომ ბრიუსელი განიხილავს უპრეცედენტო ნაბიჯს – უნგრეთში, შემდეგ თვეში დაგეგმილი საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის ბოიკოტირებას. უნგრეთი, რომელიც ამჟმად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნაა, 28-29 აგვისტოს ბუდაპეშტში საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის გამართვას გეგმავს. გამოცემის ცნობით, ეს განიხილება როგორც პრემიერ ვიქტორ ორბანისთვის შესანიშნავი შესაძლებლობა, რათა შეეცადოს ჩამოაყალიბოს ბლოკის საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი.

Politico წერს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აპირებენ უარი თქვან ბუდაპეშტში, ორბანის ღონისძიებაზე ჩასვლაზე აგვისტოში საკუთარი საგარეო საქმეთა სამიტის ორგანიზებით.

სტატიის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ორბანმა ხელი შეუშალა უკრაინის დახმარებას და “სამშვიდობო ვიზიტებე” იყო პუტინთან და სი ძინპინთან, რომლებსაც ის არ ახორციელებდა ევროკავშირის 26 სხვა ლიდერთან კოორდინაციით, ბევრი საგარეო საქმეთა მინისტრი ეძებდა გზას, რათა თავიდან აეცილებინათ “რეკვიზიტის როლი” იმაში, რაც, მათი აზრით, შეიძლება გახდეს კიდევ ერთი “ორბანის პროპაგანდისტული შოუ”.

ევროკავშირის სამი დიპლომატის თქმით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, ჯოზეფ ბორელი ორბანის სამიტის პარალელურად მინისტრებს “ფორმალურ” საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოში მოიწვევს.

“თუკი საგარეო საქმეთა მინისტრების ოფიციალური საბჭო, რომელიც ორგანიზებული იქნება უმაღლესი წარმომადგენლის [ბორელის] მიერ, იმავე დღეს იქნება, მინისტრები ვერ შეძლებენ ბუდაპეშტში წასვლას”, – ამბობს ერთ-ერთი დიპლომატი.

კიდევ ერთი დიპლომატის თქმით, ბუდაპეშტის შეხვედრის ბოიკოტით, სხვა საგარეო საქმეთა მინისტრებს სურთ “მკაფიო სიგნალის გაგზავნა, რომ უნგრეთი არ საუბრობს ევროკავშირის სახელით”.

“პოლიტიკო” წერს, რომ გეგმა უკვე არაფორმალურად განიხილება ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის საფრანგეთთან და გერმანიასთან და რომ ოთხშაბათს ბორელის გუნდი გეგმას წარუდგენს ის ევროკავშირის 27 მუდმივ წარმომადგენელს.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...