მთავარისიახლეებიმსოფლიოტრამპზე თავდამსხმელმა 7-ჯერ სროლა მოასწრო - ვინ არის 20 წლის სნაიპერი

ტრამპზე თავდამსხმელმა 7-ჯერ სროლა მოასწრო – ვინ არის 20 წლის სნაიპერი

Published on

პირი, რომელმაც პენსილვანიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნა დონალდ ტრამპს, განეიტრალებულია. ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს, მაგრამ მანამდე სნაიპერმა 7-ჯერ გასროლა მოასწრო, რასაც კიდევ ორი ადამიანი ემსხვერპლა, თავად ტრამპი კი მსუბუქად, ყურში დაიჭრა. 

დონალდ ტრამპი შემთხვევის ადგილიდან გაძლიერებული დაცვის თანხლებით გაიყვანეს. მოგვიანებით მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ჰოსპიტალი დატოვა. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

“გასროლის ხმა გავიგონე, მერე კი ვიგრძენი, როგორ გახვრიტა ტყვიამ კანი”, – “წარმოუდგენელია, რომ ასეთი რამ ჩვენ ქვეყანაში მოხდა”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

20 წლის თომას მეთიუ კრუსკი – დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი ამოცნობილია. ის საიდუმლო პოლიციის თანამშრომლებმა მოკლეს. ცნობილია, რომ სნაიპერი შენობის სახურავზე იმყოფებოდა და ტრამპის გამოსვლის ადგილიდან (ტრიბუნიდან) ასიოდე მეტრით იყო დაშორებული. შემთხვევის ადგილზე AR ტიპის იარაღია აღმოჩენილი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა, მისი მოტივი უცნობია. 

მოხარული ვარ, რომ ტრამპი კარგადაა, ვლოცულობ მისთვის – ჯო ბაიდენი

სიახლეები

ბრაზილიამ ყაზახეთს “აზერბაიჯანის ავიახაზების” თვითმფრინავის შავი ყუთების მონაცემები გადასცა

ბრაზილიის საჰაერო ძალების გამომძიებლებმა 25 დეკემბერს ყაზახეთში ჩამოვარდნილი "აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის ორი შავი ყუთის...

“საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინას მიხედოს” – კობახიძე

საფრნაგეთის პრეზიდენტის განცხადებამ "ოცნება" წყობიდან გამოიყვანა. ივანიშვილის პრემიერი ემანუელ მაკრონს ტყუილში სდებს ბრალს და...

“მოუთმენლად ველი, რომ მაკრონი იმუშავებს ტრამპთან, რათა [თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება საქართველოში] რეალობად იქცეს” -უილსონი

"მადლობელი ვარ, რომ ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა ქართველი ხალხის და სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას თავისუფალი...

ზურაბიშვილი პია კაუმას გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი გადადებას გონივრულ გადაწყვეტილებას...