მთავარისიახლეებინინო სალუქვაძე ოლიმპიადაზე მეათედ იასპარეზებს

ნინო სალუქვაძე ოლიმპიადაზე მეათედ იასპარეზებს

Published on

ქართველი სპორტსმენი, მიზანში მსროლელი ნინო სალუქვაძე მსოფლიოში პირველი ქალია, რომელიც ოლიმპაიადაზე მეათედ იასპარეზებს – ის სამგზის ოლიმპიური მედლის მფლობელია. 

1969 წელს დაბადებული ნინო სალუქვაძე 19 წლის იყო 1988 წელს ზაფხულის ოლიმპიადაზე ოქროსა და ვერცხლის მედლების მოპოვებისას ქალთა შორის მიზანში სროლაში ასპარეზობისას 25 და 10 მეტრი ნიშნულიდან. 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადის დროს საქართველოსა და რუსეთს შორის ომი მიმდინარეობდა, როდესაც ნინო სალუქვაძე რუს მსროლელ ნატალია პადერინას ეჯიბრებოდა. სალუქვაძემ ბრინჯაოს, ხოლო პადერინამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. პოდიუმზე ორივემ ერთმანეთი გადაკოცნა და ორ მთავრობას ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ვახტანგ გორგასლის სახელობის II და III ხარისხის ორდენების (2003, 1999), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის (2018), ღირსების ორდენისა (1993, 2008) და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენის (2003) კავალერი. მიღებული აქვს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო მედალი (1999).

2016 წელს ცოტნე მაჭავარიანი და ნინო სალუქვაძე გახდნენ პირველი დედა-შვილი, რომლებმაც ერთ ოლიმპიურ თამაშებზე ერთად იასპარეზეს.

სიახლეები

სასულიერო პირები მხარდაჭერას უცხადებენ მიტროპოლიტ იობს

“მივესალმები საზოგადოებას - მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს. მინდა მივმართო იმ საზოგადოებას, რომელიც ეკლესიის მრევლად თვლის...

აფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება

სამხრეთ აფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება - სამხრეთ აფრიკული საგამოძიებო გამოცემის, Daily...

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოთხოვნით ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია კვლავ განაახლა

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოთხოვნით ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია კვლავ განაახლა. ოჯახის წევრები და...

აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრები ბრიუსელში ჩავიდნენ

"თავისუფლების ხმა ციხიდან ევროპის დედაქალაქში” - აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართული...