მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ექვსდღიანი ვიზიტი იწყება

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ექვსდღიანი ვიზიტი იწყება

Published on

დღეს საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ელოდებიან. უზრა ზეია, რომელიც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით მუშაობს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ, 6-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი მაღალჩინოსანი შეხვედრებს გამართავს დემოკრატიული მმართველობის, პრესის თავისუფლების, ანტიკორუფციული საკითხებსა და მოწყვლადი ჯგუფების შესახებ.

დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ბლინკენის მოადგილე ხაზს გაუსვამს “უცხოური გავლენის” კანონთან და სხვა არალიბერალურ კანონმდებლობასთან დაკავშირებით ამერიკის სერიოზულ შეშფოთებას.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...