მთავარისიახლეებისამართალიფეხბურთელების მიმართ მუქარის გამო ვაკო ყაზაიშვილის ცოლისძმა გაასამართლეს - დეტალები

ფეხბურთელების მიმართ მუქარის გამო ვაკო ყაზაიშვილის ცოლისძმა გაასამართლეს – დეტალები

Published on

საქართველოს პროკურატურის მიერ 11 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე, ერთი პირი [ნოდარ ნიშნიანიძე, ფოტოზე მარჯვნივ] დამნაშავედ ცნო.

საუბარია ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის ცოლისძმაზე, რომელიც, პროკურატურისვე ცნობით: „საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებს საკომუნიკაციო აპლიკაციის მეშვეობით ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ნაკრების ძირითად შემადგენლობაში კონკრეტული პირის [ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის] არყოფნის გამო უკმაყოფილებას გამოხატავდა და როგორც ნაკრების ფეხბურთელებს, ისე ფედერაციის წარმომადგენლებს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა“.

ნიშნიანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) ჰქონდა წარდგენილი. სასამართლომ ნიშნიანიძე დამნაშავედ ცნო და ამ ბრალდებისთვის კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, მიუსაჯა.

საქართველოს პროკურატურის პრესცენტრში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ ნიშნიანიძე ძებნილია და მას განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს.

შსს-მ საქმეზე გამოძიება 2022 წლის ოქტომბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში გავიდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები მუქარის გზავნილებს იღებდნენ. ჩანაწერის მიხედვით, ნიშნიანიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების მენეჯერს, ლადო დვალიშვილს ეუბნება, რომ მისი სიძის (ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის) არასამართლიანად დასჯის გამო ყველას პასუხს მოსთხოვს. ნიშნიანიძე გაბრაზებულია იმის გამო, რომ ვაკო ყაზაიშვილი, საქართველოს ნაკრების შემტევი, საქართველო-მაკედონიის მატჩში არ ათამაშა.

„ვგმობთ და ვემიჯნებით ყველა სახის ძალადობას, რაც არაერთხელ დაგვიფიქსირებია“, – ამ სიტყვებით გამოეხმაურაამ ამბავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და განცხადებაში დაწერა, რომ მას შემდეგ, რაც ამ ფაქტის შესახებ შეიტყვეს, დაუყოვნებლივ აცნობეს შესაბამის ორგანოს.

„ფორმულის“ ეთერში გასული აუდიოჩანაწერის შესახებ ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა დაწერა, რომ ნიშნიანიძის საუბრის ჩანაწერი თავად ყველაზე ბოლომ მოისმინა და მისი შინაარსი მისთვის „მძიმე და მიუღებელია”.

აუდიოჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს, ვაკო ყაზაიშვილი ნაკრებში არ გამოუძახებია.

  • რადიო თავისუფლება –

სიახლეები

ქეთა ციცქიშვილი თავისუფალია

ქეთა ციცქიშვილი თავისუფალია - ჟურნალისტმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა. "ფორმულას" ჟურნალიტს საპატიმროსთან...

ზვიად ცეცხლაძემ მამამ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო – “დაფიონი”

სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო - ამის...

ყოფილი პრემიერმინისტრის სანახაობრივი დაცემა, რომელსაც ბინაში $6.5 მლნ-ის ქონას ედავებიან-BBC

ბრიტანული გამოცემა BBC ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ სტატიას ამ სათაურით აქვეყნებს - "საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის...

ზვიად კვარაცხელიას სასამართლომ 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამომცემლობა "ინტელექტის" მთავარი რედაქტორი, ზვიად კვარაცხელია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3-დღიან...