მთავარისიახლეებინატოს ბოლო დეკლარაციით, მკაფიოდ ჩანს ვინ არის სინამდვილეში საქართველოში ომის პარტია, ეს...

ნატოს ბოლო დეკლარაციით, მკაფიოდ ჩანს ვინ არის სინამდვილეში საქართველოში ომის პარტია, ეს არის “ოცნება” -ნიკა გვარამია

Published on

პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია ეხმაურება ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციას, სადაც NATO აღარ იმეორებს პირობას საქართველოს ალიანსში მიღების შესახებ. კომუნიკეში ჩვენი ქვეყანა ერთხელაა ნახსენები.

ნიკა გვარამიას თქმით, ამ დოკუმენტით მკაფიოდ ჩანს ვინ არის სინამდვილეში საქართველოში “ომის პარტია” და რომ ეს “ქართული ოცნებაა”.

“ნატოს ბოლო დეკლარაციით, მკაფიოდ ჩანს ვინ არის სინამდვილეში საქართველოში ომის პარტია, ეს არის ქართული ოცნება, იმიტომ, რომ იმ ქმედებებით, რომლებსაც მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ახორციელებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ, ცალკეული ქვეყნის და ასევე ევროატლანტიკური ბლოკის წინააღმდეგ, ქართული ოცნება გვტოვებს დაუცველს და პირისპირ რუსეთთან. რუსეთს ესმის ერთადერთი ენა, ეს არის ძლიერი მფარველის ენა, ჩვენ გვჭირდება ძლიერი მფარველი, რომ ომი არ იყოს და ომი არ იქნება, იმიტომ, რომ ასეთი მფარველი დასავლეთის სახით ჩვენ მაინც გვეყოლება, მთავარია ჩვენ ეს გადავწყვიტოთ 26 ოქტომბერს. არა – ქართულ ოცნებას, კი მშვიდობას. დიახ, 26 ოქტომბერს უნდა ვუთხრათ კი მშვიდობას რაც ავტომატურად ნიშნავს უარის თქმას ქართული ოცნებისთვის, კიდევ ერთხელ – მშვიდობა არის უსაფრთხოება, მშვიდობის გარანტი არის მხოლოდ უსაფრთხოება, რუსეთთან შეიძლება გაანეიტრალო საშიშროებები მხოლოდ უფრო ძლიერი პარტნიორის ყოლის შემთხვევაში. ქართული ოცნება ვერაფრის გარანტი ვერ იქნება, მითუმეტეს მშვიდობის, როდესაც საუბარი მიდის რუსეთზე, იმიტომ, რომ ერთი ერთზე რუსეთთან დარჩენა ნიშნავს უმძიმეს პრობლემებს მაშინ, როცა ეს უნდა რუსეთს”, – თქვა ნიკა გვარამიამ.

სიახლეები

“კოკა-კოლა” საახალწლო ქარავანს აუქმებს

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ წელს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების...

IT/Tech სფეროს წარმომადგენლები 12-12 დეკემბერს გაიფიცებიან

საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, უარს ამბობენ სამსახურებრივი...

ბათუმში დაკავებული დეკანი და 4 სტუდენტი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ბათუმში, ოლიგარქის სასამართლომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანის და პროფესორ მამუკა ჯორბენაძეს და 4 სტუდენტს...

“EU საქართველოში გაცემული დიპლომატიური პასპორტებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას განიხილავს” – იოზვიაკი

"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირი საქართველოში გაცემული დიპლომატიური პასპორტებისთვის ვიზალიბერალიზაციის...