მთავარისიახლეებითავი შეიკავეთ უცხო ნომრებიდან SMS შეტყობინებებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისგან - პერსონალურ...

თავი შეიკავეთ უცხო ნომრებიდან SMS შეტყობინებებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისგან – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური

Published on

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ უცხო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისგან და პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან:

“გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია უცხო სატელეფონო ნომრებიდან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის ფაქტების თაობაზე, რომლითაც, შეტყობინების გამგზავნი პირები, მონაცემთა სუბიექტებს აწვდიან ინფორმაციას გზავნილის საწყობში მიღებასთან და მისამართის ცვლილების საჭიროებასთან დაკავშირებით. ამასთან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების ბოლოს, მითითებულია ბმული, რომელზე გადასვლის შემთხვევაშიც, მონაცემთა სუბიექტებს თხოვენ მათი პერსონალური მონაცემების, მათ შორის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომრის და საბანკო ბარათის მონაცემების მითითებას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ უცხო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისგან და თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან.

განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში წარმოდგენილ მომართვებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს, ისინი გადაგზავნილ იქნა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, შემდგომი რეაგირებისთვის.” აცხადებს სამსახური.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...