ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5 ჩატარდება

0
32

12 – 13 და 14 ივლისს, ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5 გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი პოეტები, პროზაიკოსები, მთარგმნელები, კინომცოდნეები, რეჟისორები და მუსიკოსები.

ამის შესახებ ინფორმაცია ფესიტვალის ფესუბუქ გვერდზე ვრცელდება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული, ფესტივალის ორგანიზატორები არიან ნიკა ლაშხია და გიორგი შონია.

ორგანიზატორების ცნობით, ფესტივალის მიზანია სახელოვნებო პროცესის დეცენტრალიზაცია და ახალგაზრდა ხელოვანების ჩართულობით რეგიონში კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების ხელშეწყობა.

,,ფესტივალის პროგრამა მოიცავს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს: პოეზიის საღამოებს, ავტორებთან შეხვედრებს, წიგნის პრეზენტაციებს, პანელ-დისკუსიებს. პროექტი განსაკუთრებულია იმ მხრივაც, რომ სარგებლიანია მრავალი მომიჯნავე სფეროსთვის: ფესტივალი თანამედროვე ავტორებს, ლიტერატურის კრიტიკოსებს, მკვლევარებს, რეჟისორებს, მუსიკოსებს, მთარგმნელებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ ცოცხალ და მუდმივად განვითარებად ლიტერატურულ პროცესებში. მსგავსი მასშტაბის ღონისძიებას რეგიონში ანალოგი არ აქვს’’, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამავე ცნობით, ფესტივალის კინემატოგრაფიული ნაწილი გაიმართება სოციალურ კაფე “მეგობარში”, ხოლო ლიტერატურული და მუსიკალური – “ზუგდიდი მოლში”.

ფესტივალ F5-ს პროგრამა

12 ივლისი, პარასკევი
ლიტერატურული პროგრამა:

17:30 – საუბარი მაროზე – სალომე ბენიძის ახალი წიგნის წარდგენა (მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია);
18:00 – შეხვედრა რატი ამაღლობელთან (მოდერატორი: ზეინაბ სარია);
18:30 – პატარა ერის ამბავი – თეა თოფურიას „იაკობის ჭასთან“ (მოდერატორი: ეკა ქევანიშვილი);
19:00 – შეხვედრა გია ხუბუასთან (მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია);
19:30 – პოლ ბოულზის საფარქვეშ (სპიკერი: მიხეილ ციხელაშვილი);
20:00 – თეონა დოლენჯაშვილის წიგნის – „მეამბოხეს“ წარდგენა (მოდერატორი: ხათუნა გოგია);
20:30 – ირინა ტაბაღუას გამოუქვეყნებელი ლექსები (მოდერატორი: ნიკა ლაშხია);
21:30 – მუსიკა: „წერილი“

13 ივლისი, შაბათი

ფილმის ჩვენება
15:00 – სალომე ჯაშის ფილმის – „მოთვინიერება“ ( ფილმის ჩვენება გაიმართება სოციალურ კაფე “მეგობარში”);

ლიტერატურული პროგრამა:
18:00 – „თარგმანი, როგორც პოლიტიკური ველი“ – ლევან ბერძენიშვილი და ხათუნა ცხადაძე;
18:30 – „როცა კულტურა საფრთხეშია“ – სალომე ჯაში, ლაშა ბაქრაძე და ნატაშა ლომოური;
19:00 – ახალი ავტორი: კიტა ცხომარია (მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია);
19:30 – ზურა ჯიშკარიანის ახალი რომანის – „თანაფას” წარდგენა (მოდერატორი: გიორგი შონია);
20:00 – სილვია პლათი და ტედ ჰიუზი – სპიკერები: დალილა გოგია და სალომე ბენიძე;
20:30 –„მწერალი და სისტემა“ – ლაშა ბაქრაძე, ზვიად კვარაცხელია და ნატაშა ლომოური;
21:00 – in memoriam: საუბრები არჩილ ფირცხალავაზე;

21:30 – მუსიკა: ელენე ფიფია;

14 ივლისი, კვირა

ფილმის ჩვენება:
16:00 – ლანა ღოღობერიძის ფილმის – “დედა-შვილი” ან „ღამე არ არის არასდროს ბოლომდე ბნელი“ ( ფილმის ჩვენება გაიმართება სოციალურ კაფე “მეგობარში”);

ლიტერატურული პროგრამა:
17:00 – ლიტერატურა: ტრავმისა და გადარჩენის მოტივები (სპიკერები: ბესო სოლომანაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი);
18:00 – თამარ ჟღენტის წიგნის “წამისყოფა” წარდგენა. (მოდერატორი: ნიკა ლაშხია);
18:30 – მხატვრულიც და დოკუმენტურიც: ეკა ქევანიშვილის წიგნის „ჰოლივუდი ვაგონის კედელზე“ წარდგენა (მოდერატორი: ხვიჩა ყალიბეგაშვილი);
19:00 – ლევან ბერძენიშვილის ახალი წიგნის „ლიტერატურული წახნაგების წარდგენა“ (მოდერატორი: გიორგი შონია);
19:30 – პოეზია/პროზა: ნანა აკობიძის ლექსები და მოთხრობები ომზე (მოდერატორი: ნიკა ლაშხია);
20:00 – ამერიკული პოეზია, თარგმნილი დალილა გოგიას მიერ (მოდერატორი: გიორგი შონია); ასევე, მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გამორჩეულ ამერიკელ პოეტ, ლოურენს ფერლინგეტიზე.
21:00 – მიხეილ ციხელაშვილის ახალი რომანის – „ტანჟერული სიზმარი“ (მოდერატორი: დალილა გოგია);

21:30 – მუსიკა: SKAZZ

გელოდებით, 12-13-14 ივლისს ზუგდიდი მოლში!
დასწრება თავისუფალია!

ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი სპონსორები არიან:
გამომცემლობა „ინტელექტი“;
სულაკაურის წიგნის მაღაზია;
საქართველოს “პენ ცენტრი”;
“არებატო ფილმს”;
არველაძეების ფონდი;
“სი ემ ეს ჯორჯია”;
სასტუმრო “კოლხი”;
ლაზიკა რეზიდენსი;
მხარდამჭერები არიან:
ეთნო სოფელი “სისატურა”;
“WOK SPOT”;
“არქი ვეი”;
“ორკოლ სტუდიო”;
გიორგი კეკელიძე;
ფესტივალის პარტნიორია: ზუგდიდი მოლი.
მედია პარტნიორები: ტელე-რადიო კომპანია “ოდიში”, რადიო “ათინათი”;

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით.

წინა სტატია“ახალი”, “დროა” და “გირჩი-მეტი თავისუფლება” ახალ პოლიტიკურ ალიანსს ქმნიან
შემდეგი სტატიაუკვე 34 დაღუპული, მათ შორის 5 ბავშვი – 8 ივლისის რუსული სარაკეტო იერიშის შედეგები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური