მთავარისიახლეებიკონფლიქტებიკიევში გლოვის დღეა: 27 დაღუპულიდან 4 ბავშვია, დაიჭრა 117 მოქალაქე

კიევში გლოვის დღეა: 27 დაღუპულიდან 4 ბავშვია, დაიჭრა 117 მოქალაქე

Published on

სამშაბათ დილის მონაცემებით, კიევზე 8 ივლისს, დილით მიტანილი რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულია 27 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი – მაშველებმა და ვოლონტერებმა წუხელ კიდევ ერთი, მეოთხე ბავშვის ცხედარი ნანგრევებში იპოვეს, როცა დაბომბილ ბავშვთა საავადმყოფოს ნანგრევებისგან წმენდდნენ.

ასევე ცნობილია 10 დაღუპულის შესახებ კრივოი როგში. 

კიევში ყველა გასართობი ღონისძიება გადაიდო, ყველგან დაშვებულია სახელმწიფო დროშები. 

შეგახსენებთ, რომ “ოხმატდეტი” უკრაინაში ყველაზე დიდი საავადმყოფოა, სადაც არსებობს ონკოპაციენტი ბავშვების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ცენტრი, ასევე ტრანსლაპტაციის (ძვლის ტვინის გადანერგვის) და დიალიზის განყოფილებები.

სწორედ ამ უკანასკნელ განყოფილებას დაეცა რუსული რაკეტა, რის შემდეგაც დიალიზის საჭიროების მქონე ბავშვების ევაკუაცია მოხდა და მათ სამედიცინო პროცედურებს პირდაპირ ქუჩაში უტარებდნენ. 

სიახლეები

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო...

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...

ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: "ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები...

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...