მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს ბანკი, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა და Visa რეგიონულ ბიზნესებს გაციფრულებაში ეხმარებიან

საქართველოს ბანკი, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა და Visa რეგიონულ ბიზნესებს გაციფრულებაში ეხმარებიან

Published on

 

 

საქართველოს ბანკი, როგორც რეგიონში ბიზნესის დაწყებისა და განვითარების მხარდამჭერი,  USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამასთან და Visa-სთან პროექტ Go Digital-ის პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე11 მუნიციპალიტეტსა და 94 თემში მდებარე ბიზნესების საქმიანობის გაციფრულების, ონლაინ სისტემების დანერგვის და ფინანსური პროცესების მარტივად მართვის შესაძლებლობას აძლევს.

პროექტში ჩართვით, სასტუმროების, სარესტორნო ბიზნესის ან მაღაზიების მფლობელები გაიმარტივებენ ბიზნესოპერაციებს.აღსანიშნავია, რომ  6 თვის განმავლობაში უფასოდაა ხელმისაწვდომი Kovzy-ის მომსახურებარესტორნის ოპერაციების გაციფრულებისთვის, B2C.ge-ის მომსახურებაონლაინ მაღაზიის შექმნისთვის, Ehotelspace.com-ის მომსახურებასასტუმროს ოპერაციების გაციფრულებისთვის და Optimo-ს მომსახურება მარაგების მართვისთვის

გარდა ამისა, ბიზნესები შეძლებენ, ისარგებლონ უკეთესი პირობებით საბანკო სერვისებზე:

  • ბიზნესბარათის საკომისიო პირველი 1 წლის განმავლობაში – 0₾;
  • ციფრული ტერმინალის საკომისიო პირველი 6 თვის განმავლობაში  – 0₾;
  • ციფრულ ტერმინალზე სადებეტო ბარათით განხორციელებულ ტრანზაქციაზე საკომისიო პირველი 6 თვის განმავლობაში – განისაზღვრება 1%-ით.

სამიზნე მუნიციპალიტეტების და თემების სია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

„საქართველოს ბანკიმხარს უჭერს ყველა ისეთ ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და გაძლიერებას. მათ შორისაა პროექტი Go Digital, რომელიც რეგიონებზეა ფოკუსირებული. ამ ბიზნესების მხარდაჭერა ნიშნავს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, ახალი საწარმოების შექმნის სტიმულირებას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, შესაბამისად, მოხარული ვართ, რომ ამ და სხვა პროექტებით USAID-თან და Visa-სთან ერთად, ეკონომიკის გაძლიერებაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს“, – აცხადებს ოლღა ნაკაშიძე,  საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის პროექტების უფროსი მენეჯერი.

„ბიზნესების გაციფრულება და მათი სხვადასხვა რესურსით უზრუნველყოფა Visa-ს საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებაა. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკსა და USAID-თან პარტნიორობით, ვაგრძელებთ მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას საქართველოში, პროექტ Go Digital-ის ფარგლებში. Visa, როგორც მოწინავე გლობალური ტექნოლოგიური კომპანია, ინოვაციებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად ყველგან და ყველასთვის. მჯერა, საქართველოს რეგიონებში მოქმედი ბიზნესების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი როლი ქვეყნის უნაღდო და ციფრული მომავლის შექმნაში უდიდესია“, – აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

„საქართველოს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე თემებში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გაციფრულების ხელშეწყობით USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა მიზნად ისახავს, გაზარდოს ამ საწარმოების წვდომა ინოვაციებზე და გაუხსნას მათ ბაზრის ახალი შესაძლებლობები. გვჯერა, რომ აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ამ თემებში არსებული საწარმოების ზრდას და შესაბამისად, თემების ეკონომიკურ გაძლიერებას.  – აცხადებენ პროგრამაში.

დამატებითი ინფორმაციის მიღებისა და პროექტში ჩართვისთვის ესტუმრეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

იმისათვის, რომ ისარგებლოთ უკეთესი პირობებით საბანკო სერვისებზე, გახსენით საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში, გაააქტიურეთ Visa ბიზნესბარათი და – ციფრული ტერმინალი.

 

სიახლეები

რაც მეტი საჯარო მოხელე გამოთქვამთ განსხვავებულ აზრს, მით მეტად დაცულები იქნებით – გახარია

პარტია "საქართელოსთვის" ლიდერი საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, ნუ შეეშინდებათ საკუთარი განსხვავებული აზრის გამოთქმა. პოლიტიკოსის თქმით,...

შსს-ს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა ინსტრუქტორმა თანამდებობა დატოვა

შსს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორი გიორგი გაბეხაძე წერს, რომ თანამდებობას ტოვებს: "დღეს, 2024...

“ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა” – პროფესიული კავშირების გაერთიანება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ვაცხადებთ, რომ ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში...

“თანამშრომლებს გამოუცხადეს ვინც პროევროპულ განცხადებას მოაწერეთ ხელი, საგარეოდან დაახვიეთო” | ზურაბ ბატიაშვილი უწყებაში განვითარებულ პროცესებზე

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი და საგარეო უწყების ყოფილი თანამშრომელი ზურაბ ბატიაშვილი. უწყებაში არსებულ ვითარებაზე სოციალურ...