მთავარისიახლეებისაფრანგეთის არჩევნების ოფიციალური შედეგები ცნობილია -მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერც ერთი პარტია შეძლებს

საფრანგეთის არჩევნების ოფიციალური შედეგები ცნობილია -მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერც ერთი პარტია შეძლებს

Published on

7 ივლისს საფრანგეთში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, რომლის ოფიციალური შედეგები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

მანდატების ყველაზე დიდი რაოდენობა მოიპოვა მემარცხენე ალიანსმა “ახალი სახალხო ფრონტი” – 182 მანდატით. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონი ცენტრისტულმა კოალიციამ 163 ადგილი მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე “ეროვნული გაერთიანება” – 143 ადგილით.

ეს ნიშნავს, რომ არცერთ პარტიას არ მოუპოვებია აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭირო 289 ადგილი და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საკმარისი ხმები არცერთ პარტიას არ აქვს. მოსალოდნელია, რომ პარლამენტი პოლარიზებული იქნება და სამ ბლოკს შორის გაიყოფა.

წუხელ პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ. იყო მცირე შეტაკებები მომიტინგეებსა და სპეცრაზმს შორის.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...