მთავარისიახლეებიოქტომბერში წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი შემდეგი 20-25 წლის განმავლობაში, მთელი თაობის ცხოვრების...

ოქტომბერში წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი შემდეგი 20-25 წლის განმავლობაში, მთელი თაობის ცხოვრების განმავლობაში -მიხეილ სააკაშვილი

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის პროცესი იმართება. სხდომას დისტანციურად ჩაერთო მიხელ სააკაშვილი, რომელმაც მომავალი არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება წარსულზეა ორიენტირებული, “ნაციონალური მოძრაობა” კი პირიქით. მან ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო სია ახალი ხალხით უნდა იყოს დაკოპლექტებული.

“საქართველოში ოქტომბერში წყდება არა მხოლოდ ერთი არჩევნების ბედი, წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი შემდეგი 20-25 წლის განმავლობაში, მთელი თაობის ცხოვრების განმავლობაში. […] მე მინდა გითხრათ შემდეგი, რამ დარწმუნებული ვარ, იმ რეფორმების გამო რომლებიც ჩვენ გავატარეთ იმ 9 წლის განმავლობაში, იმ ცვლილების გამო, რომლებიც ჩვენ შევიტანეთ, იმის გამო როგორც გამოვიყვანეთ საქართველო 90-იანების წყვდიადიდან და ჭაობიდან, საქართველოს ვერავინ უკან ვერ შეაბრუნებს. ახლა მთავარია ვიაროთ წინ, იმიტომ, რომ ეს არჩევნები არის არა მხოლოდ წარსულზე, ეს არჩევნები არის განსაკუთრებით და ექსკლუზიურად მომავალზე”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ პარტიებს შორის გაერთიანება ვერ მოხერხდა, უნდა გაერთიანდნენ სხვადასხვა საზოგადოებრივ წრეებთან, სხვადასხვა “ვარსკვლავებთან ჩვენი საზოგადოების”.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...