მთავარისიახლეებისაზოგადოებაპილოტ კახაბერ ზურაბაშვილს დღეს გორში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ

პილოტ კახაბერ ზურაბაშვილს დღეს გორში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ

Published on

სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის დროს დაღუპული პილოტის, კახაბერ ზურაბაშვილის ცხედარი გორის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. კახაბერ ზურაბაშვილს სამხედრო პატივით დღეს, გორში დაკრძალავენ.

“ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ერთი გმირი. მე მინდა, ვთხოვო საზოგადოებასა, რომ ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ მხოლოდ ორ თეორიულ ვერსიაზე ერთი, არის, რომ შესაძლოა ტექნიკურად გაუმართავი ყოფილიყო საფრენი აპარატი და მორე ის, რომ შეიძლება შეცდომა დაეშვა ჩვენ პილოტს.

ამ ორი ვერსიის გარდა, რა თქმა უნდა, არსებობს მესამე და თეორიულად ყველაზე დიდი შანსის მატარებელი ვერსია, რომელიც არის ის, რომ ასეთ სწავლებებზე შეიძლება მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევა, შეიძლება ადამიანი ყოველთვის ვერ იყოს ისეთ ფიზიკურ ფორმაში.

ვიმეორებ, ჩვენ კიდევ ერთხელ გვაქვს მაგალითი, რომ დავაფასოთ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები არა მარტო იმიტომ,რომ საბრძოლო მოქმედებებში მიიღებენ ან იღებენ მონაწილეობას, არამედ იმიტომაც, რომ მათი ყოველი დღე არის რისკის მატარებელი, ისინი თავიანთ სიცოცხლეს ყოველდღიურად გაიღებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, როცა მოიერიშე თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზებზე საუბრობდა.

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...