მთავარისიახლეებიმსოფლიოთავდასხმა ხარკოვზე - 3 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა

თავდასხმა ხარკოვზე – 3 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა

Published on

ხარკოვის ოლქში, გასული დღის განმავლობაში, რუსების თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. ამის შესახებ ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

სინეგუბოვის ცნობით, ქალაქ კუპიანსკში საზენიტო რაკეტით დაბომბვის შედეგად საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა, სოფელი ლოსივკას დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, იზიუმის რაიონში, ქალაქ ბოროვაში კი წიწვოვან ტყეში გაჩნდა ხანძარი.

კუპიანის რაიონში, თავდასხმას 1 ქალი ემსხვერპლა, დაშავდა 4 ქალი და 1 კაცი.

ხარკოვის რაიონის, სოფელ რუსკა ლოზოვაზე იერიშის შედეგად 1 ქალი დაიღუპა და 1 კაცი დაშავდა. კუპიანის რაიონში დაზიანდა საკრებულოს შენობა.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...