მთავარისიახლეებიქვეყანამ არასოდეს უნდა დაივიწყოს პარტნიორებმა რამდენ დარგში გაუწოდეს ხელი - ზურაბიშვილი

ქვეყანამ არასოდეს უნდა დაივიწყოს პარტნიორებმა რამდენ დარგში გაუწოდეს ხელი – ზურაბიშვილი

Published on

ორბელიანების სასახლეში “ევროპა ნოსტრას” მიერ დაჯილდოებული პროექტის, “ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია არხოტში” მონაწილეების მიღება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. პრეზიდენტმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისათვის ფშავის მკვიდრი ვასილ ნაყეური ღირსების მედლით დააჯილდოვა.

პრეზიდენტის თქმით, ის, რომ კოშკის აღდგენაში იქაურმა თემმა და ოჯახმა დიდი წვლილი შეიტანა, კარგი მაგალითია ყველასთვის, პირველ რიგში კი ახალგაზრდებისთვის, რომ – “ჩვენ უნდა ვიყოთ ჩართული ჩვენი ევროპული მომავლის მშენებლობასა და აღდგენაში – ეს ჩვენი მთავარი მიზანი და გზაა”.

“მინდა, ასევე, აღვნიშნო, რომ ალბათ, ეს პროექტი არ იქნებოდა, რომ არა ჩვენი ევროპელი პარტნიორები. არც ჩვენ და არც ისინი არ ითვლიან 33 წლის განმავლობაში, ჩვენმა პარტნიორებმა სხვადასხვა დარგში სხვადასხვა სფეროს განვითარებისთვის რამდენი მიმართულებით რამდენ პროექტში გაუწოდეს ხელი ჩვენს ქვეყანას – ეს ნორმალურმა ქვეყანამ არასოდეს არ უნდა დაივიწყოს და მე მჯერა, რომ ჩვენ ძალიან ნორმალური ქვეყანა ვართ და ვიცით, რა არის მადლიერება. ამ პროექტში მონაწილეობდნენ საფრანგეთი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და ასევე საერთაშორისო ფონდები და ეს ამ მხრივ ერთ-ერთი ასეთი საერთაშორისო ერთობლივი პროექტი იყო და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ. ყველასთვის ძალიან საინტერესოა კულტურების გაცვლა და ერთმანეთის უკეთ გაცნობა”, – თქვა ზურაბიშვილმა.

სიახლეები

ოკუპანტებმა ქვემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი...

“ოცნებამ” ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩები არ დაპატიჟა

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები...

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება...

“ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას” – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

მორიგი საპროტესტო განცხადება საჯარო სექტორიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს...