მთავარისიახლეებისაზოგადოებადავით ქაცარავას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან

დავით ქაცარავას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქტივისტის, ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებლის, დავით ქაცარავას გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც გაირკვა, მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის დარღვევას ედავებიან – წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ ქაცარავა საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა და ილანძღებოდა, თუმცა საპასუხოდ ქაცარავამ განაცხადა, რომ მას შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია.

ამ წუთებში პროცესზე ერთ-ერთი მოწმე, პატრულ ინსპექტორი იკითხება. ის ამბობს, რომ დაკავებამდე სამართალდამცავების მიმართ ქაცარავას სიტყვები შეურაცხმყოფელი იყო, რადგან იქ მყოფი რამდენიმე პოლიციელი იბრძოდა 2008 წლის ომში. მოწმეს ჯერ არ უსაუბრია როდის და რატომ სცემეს დავით ქაცარავა, რომელიც დაკავების შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს.

ვიდეო მტკიცებულება წარადგინა დაცვის მხარემ, კადრებში დაკავების მომენტია ასახული, შსს-ს წარმომადგენელმა თქვა, რომ ეს კადრები მანამდე ნანახი არ ჰქონდა და დრო სჭირდებოდა გასაცნობად, რათა შემდეგ გამოეთქვა მოსაზრება დაერთოთ თუ არა ეს მტკიცებულება საქმეზე, ეს პოზიცია გაუგებარი აღმოჩნდა მოსამართლისთვის, რომელმაც თქვა, რომ მასაც კი ნანახი ჰქონდა ქაცარავას დაკავების კადრები.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...