მთავარისიახლეებისაზოგადოებაბრიტანეთის არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ გაიმარჯვა

ბრიტანეთის არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ გაიმარჯვა

Published on

დიდი ბრიტანეთის საარჩევნო რუკა ფუნდამენტურად იცვლება, 2019 წელს კონსერვატიული უმრავლესობიდან ვადამდელ არჩევნებში ლეიბორისტების დიდ უმრავლესობამდე. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა მოიპოვა თემთა პალატაში უმრავლესობისთვის საჭირო 326 ადგილი, უფრო ზუსტად, ეგზიტპოლის მონაცემებით 410 მანდატი და დაასრულა კონსერვატორთა 14-წლიანი მმართველობა.

პარტიის ლიდერმა, კეირ სტარმერმა სიტყვით მიმართა გახარებულ მხარდამჭერებს და თქვა, რომ “ცვლილება ახლა იწყება”.

“ჩვენ ეს შევძელით, თქვენ ამისთვის ჩაატარეთ კამპანია, თქვენ იბრძოლეთ ამისთვის, თქვენ მიეცით ხმა და ახლა ის მოვიდა. ცვლილება ახლა იწყება” – თქვა მან.

ყოფილმა პრემიერმა, რიში სუნაკმა აღიარა არჩევნებში მარცხი და თქვა, რომ დაურეკა სტარმერს რათა მიელოცა გამარჯვება.

“დღეს ძალაუფლება მოწესრიგებულად და მშვიდობიანად შეიცვლება. ბრიტანელმა ხალხმა გამოიტანა გამოსაფხიზლებელი განაჩენი. ბევრი რამ არის სასწავლი და დასაფიქრებელი და მე ვიღებ პასუხისმგებლობას დანაკარგზე”, – თქვა სუნაკმა.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....