მთავარისიახლეებისაზოგადოება"წადი“, "მონა" - ნაკრებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე კობახიძის გამოჩენას შეძახილები მოჰყვა

“წადი“, “მონა” – ნაკრებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე კობახიძის გამოჩენას შეძახილები მოჰყვა

Published on

პრემიერის კრახი საზეიმო ღონისძიებაზე – ეროვნული ნაკრების დახვედრის ცერემონიაზე ირაკლი კობახიძეს ხალხმა პრაქტიკულად სიტყვის თქმის საშუალება არ მისცა. სცენაზე ფეხბურთელების გვერდით პრემიერის გამოჩენას დიდი პროტესტი მოჰყვა. ისმოდა შეძახილები “წადი“ “არ გვინდა” “მონა”.

კობახიძე საბოლოოდ იძულებული გახდა სიტყვა პრეზიდენტისთვის გადაეცა, რის შემდეგაც პროტესტი ტაშით შეიცვალა. ზურაბიშვილს ხალხი ოვაციებით შეხვდა კობახიძემ კი სცენა მალევე დატოვა. მას ჰქონდა მეორე მცდელობაც, თუმცა პრემიერს არც ამჯერად გაუმართლა.

რა იყო ხალხის პროტესტის მიზეზი და რატომ შეხვდად მას ხალხი ნეგატიურად – ეს იყო კითხვა, რომელიც “პირველებმა” თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ადამიანებს დაუსვა.

ხალხი ამბობს, რომ პრემიერი არალეგიტიმური მთავრობის მეთაურია და რომ ის “ერთ ადამიანს ემსახურება” და არა ხალხს.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...