მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს ნაკრები თბილისშია - ფეხბურთელები აეროპორტიდან ცოცხალი ჯაჭვით გააცილეს

საქართველოს ნაკრები თბილისშია – ფეხბურთელები აეროპორტიდან ცოცხალი ჯაჭვით გააცილეს

Published on

თბილისის აეროპორტიდან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები დახურული ავტობუსით ქალაქის ცენტრისკენ დაიძრნენ. აეროპორტში, მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე კახეთის გზატკეცილის გამყოფ ბორდიურზე, ცოცხალ ჯაჭვად, ნაკრებს უამრავი გულშემატკივარი, ძირითადად, ახალგაზრდები, ბავშვები და მოზარდები დახვდნენ.

საქართველოს ნაკრების ავტობუსი სწორედ ამ ზღვა ხალხში მიიკვლევდა გზას. გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები, ავტობუსს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მიაცილებდნენ.

“საქართველო!” , “მადლობა!” – სკანდირებდნენ გულშემატკივრები. საქართველოს ნაკრების საზეიმო დახვედრა დღეს 21:30 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონიდან დაიწყება: ნაკრების ფეხბურთელები ღია ავტობუსით დაიძრებიან თავისუფლების მოედნისკენ, სადაც 22:00-ზე საზეიმო დახვედრა გაიმართება.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...