მთავარისიახლეებისაფრანგეთში არჩევნებში ულტრამემარჯვენეთა წარმატებას საპროტესტო აქციები მოჰყვა

საფრანგეთში არჩევნებში ულტრამემარჯვენეთა წარმატებას საპროტესტო აქციები მოჰყვა

Published on

ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე “ეროვნული გაერთიანება” 34%-ით ლიდერობს. ამავე შედეგების მიხედვით, მაკრონის ცენტრისტულმა ალიანსმა ხმების მხოლოდ 20,3% მოიპოვა, პრეზიდენტმა მოუწოდა ამომრჩევლებს დაბლოკონ უკიდურესი მემარჯვენეები გადამწყვეტ მეორე ტურში. პრემიერმინისტრმა, გაბრეილ ატალმა კვირას განაცხადა, რომ არც ერთი ხმა არ უნდა მიენიჭოს ულტრამემარჯვენე “ეროვნული გაერთიანებას” მომავალ კვირას მეორე ტურის დროს.

პარალელურად, არჩევნებში ულტრამემარჯვენეთა წარმატებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. ათასობით ადამიანი კვირას პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრაციები ასევე გაიმართა სხვა ქალაქებში, მათ შორის სტრასბურგში, ლიონში, ნანტში და ლილში.

მომიტინგეების ნაწილი სკანდირებდა “ფაშისტებო, წადით!”. დემონსტრანტების ნაწილმა ქუჩაში ცეცხლი დაანთო, დაწვეს ინფრასტრუქტურა.

სიახლეები

აქტივისტების თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პროტესტი საბოლოოდ ჩაახშოს

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან,...

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და...