მთავარისიახლეებისაზოგადოებაქაცარავას საოკუპაციო ხაზთან მიახლოების უფლებას აღარ აძლევენ

ქაცარავას საოკუპაციო ხაზთან მიახლოების უფლებას აღარ აძლევენ

Published on

რეპრესიები ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელმღვანელის წინააღმდეგ – საპროტესტო აქციებზე სასტიკად ნაცემ დავით ქაცარავას საოკუპაციო ხაზთან მიახლოების უფლებას სამართალდმაცველები აღარ აძლევენ. ოკუპაციის ზოლი სახალხო პატრულისთვის ჩაიკეტა. ამ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა ავრცელებს. დავით ქაცარავამ რამდენიმე საათის წინ აღმოაჩინა, რომ გადაადგილებაზე აკრძალვებია დაწესებული. საუბარია ოკუპანტების ინტერსის ობიექტზე სოფელ ჩორჩანას ტყის მასივზე, სადაც რუსულ ფორმიანებს 2019 წლიდან აქვთ დაწყებული უკანონო ბორდერიზაცია.

რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება? სახელმწიფო უწყებებში განმარტებები არ გაუკეთებიათ, მაგრამმ ქაცარავა საფრთხეებზე საუბრობს. რუს ოკუპანტებს საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი გეგმების განსახორციელბლად გზა ეხსნებათ.

ამ ეტაპზე შესაძლოა, იყოს რაიმე ახალი ნიშნები გაჩენილი ბორდერიზაციის და მცოცავი ოკუპაციის ახალი ნიშნულები შეიძლება. ამ ეტაპზე ვვარაუდობ, რომ ტყის ამ ნაწილში ჩვენი არშეშვება მხოლოდა მხოლოდ უკავშირდება იმას, რო რუსებისთვის ის კომფორტი გარემო უნდა შენარჩუნდეს, რომელშიც ისინი მშვიდად, წყნარად და აუღელვებლად გააგრძელებენ ჩვენი ტერიტორიების მიტაცებას. ჩემი დასჯა მათ განახორციელეს დაახლოებით თვენახევრის წინ, როდესაც 14 მაისს სასტიკად მცემეს ე.წ. სპეცრაზმელებმა, ხოლო ახლა უკვე ჩემს საქმიანობაში ხელის შეშლა არის რუსებითვის კომფორტის შექმნა, – ამბობს ქაცარავა.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....