მთავარისიახლეებისაზოგადოებაწინასაარჩენოდ ხელისუფლება ამნისტიის კანონს მიიღებს

წინასაარჩენოდ ხელისუფლება ამნისტიის კანონს მიიღებს

Published on

ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ამნისტიის კანონის მიღებას გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 28 ივნისს, პარლამენტში მოხსენებისას განაცხადა.

როგორც კობახიძე ამბობს, ამნისტიის კანონს სექტემბერში, საპარლამენტო არჩევნებამდე 1 თვით ადრე, მიიღებენ.

მისი თქმით, დღეს 10 ათასამდე პატიმარია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და მნიშვნელოვანია, რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს მათი რაოდენობა.

„უკვე არის შედგენილი შესაბამისი მუხლების, პუნქტების სია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს ამნისტიის წესით პირთა გათავისუფლებას. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში დავაინიციიროთ შესაბამისი კანონპროექტი. ჩვენ, ალბათ, ივლისში რიგგარეშე სესიაზე საუბარი მოგვიწევს, სადაც საკითხები იქნება განსახილველი. ივლისში შესაძლებელი იქნება პირველი მოსმენით ამ კანონპროექტის მიღება ისე, რომ სექტემბერში სამი მოსმენით დასრულდეს ამნისტიის კანონის მიღება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძეს კითხვა ამნისტიის შესახებ „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ დაუსვა.

თავის მხრივ, „გირჩს“ პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი აქვს დარეგისტრირებული, რომლის მიღების შემთხვევაშიც, სასჯელი თითქმის ყველა პატიმარს შეუმცირდება, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში არიან მსჯავრდადებულნი.

სიახლეები

პატიმრობიდან ბადრი ჯაფარიძეც გათავისუფლდა

ძლიერი საქართველოს ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის ციხე დატოვეს. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მათ...

მამუკა ხაზარაძემ რუსთავის ციხე დატოვა

ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთავის ციხე დატოვა. საპატიმროს დატოვებს მისი თანაგუნდელი ბადრი ჯაფარიძეც. ივანიშვილის...

საქართველო 2008 წელს ომის დაწყებას აღიარებს-ე.წ. სამხრეთ ოსეთის მედია

ოკუპირებული ცხინვალის პროპაგანდისტული მედია აქვეყნებს სტატიას, სადაც წერია, რომ "საქართველო აღიარებს 2008 წელს სამხრეთ...

უკრაინაში “აზოვის” 19 წლის მებრძოლი დაიღუპა

დარია ლოპოტინა, საძახისით “დელტა”, რომელიც “აზოვის” სპეციალიზებულ ბრიგადაში იბრძოდა, სლავიანსკის მიმართულებაზე ერთ-ერთი შეტაკების დროს...