მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში, სასტუმროს ადმინისტრატორი პირადი ცხოვრების ინფორმაციის გავრცელებისთვის დააკავეს

თბილისში, სასტუმროს ადმინისტრატორი პირადი ცხოვრების ინფორმაციის გავრცელებისთვის დააკავეს

Published on

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2 ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების და გავრცელების ფაქტზე მხილებულია 1994 წელს დაბადებული ქალი.

გამოძიების თანახმად, ბრალდებული ქალი თბილისში, ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობდა და სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე სტუმრების პირად ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდა. 2024 წლის 25 მაისს, სასტუმროს სპეციალურ პროგრამაში ნახვის გზით, ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულმა მამაკაცმა და ქალმა ღამე სასტუმროში გაატარეს.

„ვინაიდან სასტუმროს ადმინისტრატორი იცნობდა დაზარალებული მამაკაცის მეუღლეს, შურისძიების მიზნით ინფორმაციის გამჟღავნება გადაწყვიტა. ბრალდებულმა ქალმა სოციალურ ქსელში შექმნა ყალბი გვერდი, საიდანაც დაზარალებულის ოჯახის წევრებს მიწერა და აცნობა, რომ დაზარალებულს ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა დაოჯახებულ მამაკაცთან. აღნიშნული იმფორმაცია მან დაზარალებული ქალის ყოფილ შეყვარებულსაც აცნობა და სასტუმროს ნომრის ჯავშნის შესახებ ინფორმაციის ამსახველი ფოტოსურათები გადაუგზავნა“, — აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

სასტუმროს ადმინისტრატორს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით წარედგინა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...