მთავარისიახლეები"მიუხედავად ყველა სირთულისა, რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 10 ჩვენიანის გათავისუფლება შევძელით" -ზელენსკი

“მიუხედავად ყველა სირთულისა, რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 10 ჩვენიანის გათავისუფლება შევძელით” -ზელენსკი

Published on

მიუხედავად ყველა სირთულისა, რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 10 ჩვენიანის გათავისუფლება შევძელით,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე დაწერა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ტყვეების დაბრუნებაში მონაწილეობდა.

“მიუხედავად ყველა სირთულისა, რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 10 ჩვენიანის გათავისუფლება შევძელით.

ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილე, ნარიმან ძელიალი ყირიმში ჯერ კიდევ 2021 წელს აიყვანეს. სამოქალაქო პირები ოლენა პიეხი და ვალერი მატიუშენკო 2017-2018 წლებიდან ტყვეობაში იმყოფებოდნენ. უკრაინის ბერძნული კათოლიკური ეკლესიის მღვდლები, ბოჰდან ჰელეტა და ივან ლევიცკი ტყვედ ჩავარდნენ ბერდიანსკში ოკუპანტებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. გარდა ამისა, ბელორუსიაში ტყვედ ჩავარდნილი კიდევ ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე – მიკოლა შვეცი, ნატალია ზახარენკო, პავლო კუპრიენკო, ლუდმილა ჰონჩარენკო და კატერინა ბრიუხანოვა. ყველა მათგანი ახლა თავისუფალია და უკრაინაშია.

მადლობელი ვარ ყველასი, ვინც დამეხმარა. მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდს, რომელიც მუშაობს ტყვეების გათავისუფლებაზე. ასევე მინდა აღვნიშნო წმინდა საყდრისის ძალისხმევა ამ ადამიანების სახლში მიყვანისთვის. ჩვენ აუცილებლად გავათავისუფლებთ ყველა ჩვენიანს,” – წერს ზელენსკი.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...