მთავარისიახლეებიმილერის თქმით, ვაშინგტონმა ნატოს სამიტზე საქართველოს საგარეო მინისტრი მიიწვია

მილერის თქმით, ვაშინგტონმა ნატოს სამიტზე საქართველოს საგარეო მინისტრი მიიწვია

Published on

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი “ამერიკის ხმას” უდასტურებს, რომ ნატოს საიუბილეო სამიტზე დასასწრებად, ვაშინგტონიდან თბილისში, ოფიციალური მოსაწვევი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე გაიგზავნა.

არიან თუ არა, სამიტზე დასასწრებად, საქართველოს პრერმიერი, ირაკლი კობახიძე და თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი, ვაშინგტონში მოწვეული? – ამ კითხვაზე პასუხად, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი “ამერიკის ხმას” წერს:

“პარტნიორობა მშვიდობისთვის [პროგრამაში ჩართული] სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოწვეულია გარკვეულ თანმხლებ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად”.

კითხვაზე პასუხად, მიიღეს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტში ოფიციალური თბილისისგან დასტური, რომ სამიტს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი დაესწრება, “ამერიკის ხმის” ცნობით, მილერი ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხს უნდა მოუსმინოს და ქვეყანა “ევროატლანტიკურ გზაზე” დააბრუნოს.

“საქართველოს მთავრობის განზრახვასთან დაკავშირებით, მოგიწოდებთ მიმართოთ საქართველოს მთავრობას. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ მთავრობას, სწრაფად გადადგას ნაბიჯები საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად, როგორც ეს მის ხალხს სურს და როგორც ეს კონსტიტუციაშია მითითებული”, – ამბობს მილერი.

ნატოს საიუბილეო სამიტს 9-11 ივლისს უმასპინძლებს.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...