მთავარისიახლეებისაზოგადოებაEU-ს ლიდერები საქართველოს ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვენ

EU-ს ლიდერები საქართველოს ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვენ

Published on

ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საბჭო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. განცხადებაში რუსული კანონის მიღება შეფასებულია, როგორც უკუსვლა კომისიის მიერ კანდიდატის სტუტუსთან დაკაშირებულ რეკომენდაციებთან მიმართებაში.

“კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, წარმოადგენს კანდიდატის სტატუსის შესახებ კომისიის რეკომენდაციაში გათვალისწინებულ ნაბიჯებთან დაკავშირებით უკუსვლას.

ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განმარტონ თავიანთი განზრახვები, არსებული მოქმედების კურსის შეცვლით, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ გზას, რაც დე ფაქტო იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპული საბჭო მოუწოდებს შეწყდეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის აქტები. ასევე, მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი და წაახალისოს პარტნიორების მიერ არჩევნების გრძელვადიანი და მოკლევადიანი დაკვირვება.

ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და იმეორებს მზადყოფნას განაგრძოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...