მთავარისიახლეები"ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე ქვეყნის ისტორიაში" - საერთაშორისო მედიის გამოხმაურება

“ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე ქვეყნის ისტორიაში” – საერთაშორისო მედიის გამოხმაურება

Published on

“გელზენკირხენში, სტადიონის შიგნით ისეთი ხმამაღალი ღრიალი გაისმა, რომ შესაძლოა, ეს ხმა თბილისშიც ისმოდა. მსოფლიოში 74-ე ადგილზე მყოფი და ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობის ერისთვის ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე ქვეყნის ისტორიაში” – წერს CNN საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებაზე.

საქართველო-პორტუგალიის მატჩს საერთაშორისო მედია ეხმაურება და ჩვენი ეროვნული გუნდის გამარჯვებას ტურნირის მთავარ სენსაციად აფასებს. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი გამოცემები ჯვაროსნების ორგანიზებულ თამაშს და თავდადებას აღნიშნავენ და წერენ, რომ ევროპის ჩემპიონატის ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე გუნდმა ყველა პესიმისტური პროგნოზის მიუხედავად ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. საერთაშორისო კომენტატორები განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მიქაუტაძისა და გიორგი მამარდაშვილის თამაშს გამოარჩევენ.

“საქართველო-პორტუგალია 2-0 – ევრო 2024-ის ყველაზე დიდი შოკი, რონალდუს იმედგაცრუება და დიდებული კვარაცხელია” – წერს The New York Times

“საქართველომ გააოგნა პორტუგალია… კრიშტიანუ რონალდუს უგოლო სერია გრძელდება. 28-ე წუთზე მას ყვითელი ბარათიც აჩვენეს” – წერს independent და მატჩს დეტალურად მიმოიხილავს.

“ეს შესანიშნავი მიღწევაა საქართველოსთვის, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, მაგრამ ამჟამად ჩაძირულია პოლიტიკურ არეულობაში საკამათო “უცხოური გავლენის” კანონის გამო” – აღნიშნავს france24.

საქართველო 2-0 პორტუგალია: დებიუტანტებმა გააოცეს კრიშტიანუ რონალდუ და მისი თანაგუნდელები პირველი დიდი ტურნირის მოგებით – წერს dailymail და აღნიშნავს -“ევროზე ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ერისთვის მხოლოდ აქ მოხვედრა საკმარისი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება შაბათს ესპანეთის წინააღმდეგ, ვილი სანიოლი და მისი ბიჭები გმირებად დარჩებიან”.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...