ევროსასამართლომ რუსეთი დამნაშავედ ცნო ანექსირებულ ყირიმში ადამიანის უფლებების სისტემატურ დარღვევაში

0
38

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთი დამნაშავედ ცნო ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევაში მისი ანექსიის შემდეგ [2014 წლიდან].

რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელი ევროსასამართლოში უკრაინას ჰქონდა შეტანილი. განხილვა 2020 წლიდან მიმდინარეობდა.

კიევი მოსკოვს ნახევარკუნძულის უკრაინელი მცხოვრებლების სისტემატურ დევნაში ადანაშაულებს მათი პროუკრაინული საქმიანობისა და პოზიციისთვის.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი – თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, შეკრების თავისუფლება და პირადი ცხოვრების უფლებები.

წინა სტატია“ქართული კოშმარით ევროპული ოცნება დასრულდა” – მიხაილ როთი
შემდეგი სტატია“ვიმედოვნებ თქვენი ხელმძღვანელობა იქნება წარმატებული მათთვის, ვინც მოუთმენლად ველით გაფართოებულ ალიანსს” -ზურაბიშვილი მარკ რუტეს NATO-ს გენ.მდივნობას ულოცავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური