მთავარისიახლეებისაზოგადოება"დეზინფორმაცია ისეთი უნდა, ევროპარლამენტმა რომ იკადრა" - პაპუაშვილი

“დეზინფორმაცია ისეთი უნდა, ევროპარლამენტმა რომ იკადრა” – პაპუაშვილი

Published on

“დეზინფორმაცია ისეთი უნდა, ევროპარლამენტმა რომ იკადრა ოთხ რეზოლუციაში” – ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ჯოზეფ ბორელის განცხადებას, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება დეზინფორმაციაში გუშინ ღიად ამხილა. პაპუაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც “ოცნების” დეპუტატებს, სწორედ ბორელის ეს განცხადება შეახსენა.

პაპუაშვილი ჩვეული პროპაგანდით ამტკიცებს, რომ “საქართველოს წინააღმდეგ ტყუილს ავრცელებდა ევროკავშირის სტრუქტურა, ევროპარლამენტი” და ამაზე ოპოზიციას ხმა არ ამოუღია:

“უსამშობლობა სხვა რამე კი არ არის. 4 წუთი ლაპარაკობდა უცხოელი პოლიტიკოსის პრესსპიკერი პოზიციიდან ქალბატონი თეონა…კიდე ერთხელ ვიტყვი, დეზინფორმაცია ისეთი უნდა, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ევროპული სტრუქტურებიდან, ევროპელი პოლიტიკოსებიდან და ევროკავშირის მხრიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოდიოდა საქართველოზე” – ამბობს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, ევროკომისარი ჯოზეფ ბორელი ირაკლი კობახიძის რიტორიკას, თითქოს რუსული კანონის შემდეგ ევროინტეგრაციის შანსები იზრდება, დეზინფორმაციად აფასებს. განცხადება ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა – არა, ეს კანონი საქართველოს ევროკავშირს აშორებს – თქვა ბორელმა მაშინ, როცა პრემიერი კობახიძე ამტკიცებს, რომ რუსული კანონის მიღებით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების “შანსი გაიზარდა”.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...