მთავარისიახლეებისაზოგადოება8 ივლისამდე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება სწორ კონფიგურაციაზე - ნიკა გვარამია

8 ივლისამდე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება სწორ კონფიგურაციაზე – ნიკა გვარამია

Published on

“ახალის” თანათავმჯდომარე საერთო ოპოზიციურ დეკლარაციასთან დაკავშირებით, რომელსაც ამ დროისათვის ხელს 6 პროდასავლური ოპოზიციური პარტია აწერს, აცხადებს, რომ ეს არ ნიშნავს ერთიან საპარლამენტო სიას:

“ერთიანობის ქარტია არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტი და ქართველი პროდასავლური ოპოზიციის ძალიან სერიოზული წარმატება. ბევრი საკითხი არის შეთანხმებული ამ დოკუმენტით, მაგრამ მთავარი მაინც არის ორი -პირველი ის, რომ 8 ივლისამდე ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება სწორ კონფიგურაციაზე, რომლითაც წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე და ეს არ არის აუცილებლად ერთიანი სია. ჩვენ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ პასუხისმგებლობით, რაციონალურად და არა რაიმე პირად ინტერესებზე თუ მოსაზრებებზე დაყრდნობით და მეორე – ეს არის განაცხადი იმისა, რომ ჩვენ არცერთი ფორმით არ დავეხმარებით ბიძინა ივანიშვილს მთავრობის შექმნაში. იქნება ეს ხმის მიცემა “ოცნების” მთავრობისთვის, თუ მონაწილეობა “ოცნების” მთავრობაში. ამიტომ ვინც ხელს ვაწერთ ამ და სხვა საკითხებზე მკაფიოდ ვთანხმდებით” ამბობს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, ბრიუსელში 6-მა პროევროპულმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთიანობის დეკლარაციას მოაწერა ხელი. “ახლები”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი- დროა” და “ლელო” თანხმდებიან, რომ ერთიანი ძალებით დაიცავენ ამომრჩევლის ხმებს, არ შევლენ კოალიციაში და პოლიტიკურ გარიგებაში “ქართულ ოცნებასთან” და ერთად იმუშავებენ წინასაარჩევნო სტრატეგიაზე. ცნობილია, რომ დეტალური გეგმის და წინასაარჩევნო კონფიგურაციას დეკლარაციაზე ხელმომწერები 8 ივლისს გაასაჯაროებენ.

სიახლეები

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...

უკრაინულმა დრონებმა იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელს დაარტყეს

3 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, "სლავნეფტ-იანოსზე", მიიტანეს იერიში....

„ოლე-ოლას” სიმღერის გამო, სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს

“ოლე-ოლას” სიმღერის ვიდეოზე მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში იბარებენ. ამის შესახებ მომღერალი...

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...