მთავარისიახლეებითუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმ ქმედებებს, რომლებსაც ახლა მიმართავს, EU-ს კარი დაიკეტება;...

თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმ ქმედებებს, რომლებსაც ახლა მიმართავს, EU-ს კარი დაიკეტება; დღეს მე წარვუდგენ მინისტრებს ვარიანტების სიას – ბორელი

Published on

ლუქსემბურგში, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ დისკუსია იწყება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მინისტერიალზე უკვე იკრიბებიან.

გადაიხედება თუ არა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის საკითხი და დაუწესდება თუ არა ოცნების მმართველობის ქვეშ მყოფ ქვეყანას დამატებითი ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვები? ამასთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ მინისტრებს დღეს ვარიანტების სიას წარუდგენს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში:

“ჩვენ განვიხილავთ საქართველოს საკითხს და ყველასთვის უნდა იყოს ნათელი ერთი რამ: ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ჯერ კიდევ ღიაა, მაგრამ თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმ ქმედებებს, რომლებსაც ახლა მიმართავს, ეს კარი დაიკეტება და საფასურს ქართველი ხალხი გადაიხდის. ჩვენ ვსაუბრობთ სერიოზულ შედეგებზე. დღეს მე წარვუდგენ მინისტრებს ვარიანტების სიას, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მოკლე თუ საშუალო პერსპექტივაში, რათა საქართველოს მთავრობის ეს ქმედებები შეწყდეს.” ამბობს ბორელი.

“ჩვენ დღეს განვიხილავთ საქართველოს საკითხს. ჩვენ ვგმობთ საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია ქვეყნის ევროინტეგრაციის, კანონის უზენაესობის, ღია საზოგადოებისა და ზოგადად დემოკრატიის საწინააღმდეგოდ.” – ამბობს მინისტერიალის დაწყებამდე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი.

ლუქსემბურგის მინისტერიალის შემდეგ, განხილვა უკვე ევროკავშირის სამიტზე გაგრძელდება, რომელიც 27 ივნისს ბრიუსელშია დაგეგმილი.

სიახლეები

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან 12:00...

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...