მთავარისიახლეებისაზოგადოება"ჰამასთან" ომის ინტენსიური ფაზა დასასრულს უახლოვდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დასრულდება...

“ჰამასთან” ომის ინტენსიური ფაზა დასასრულს უახლოვდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დასრულდება – ნეთანიაჰუ

Published on

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, “ჰამასთან” ომის ინტენსიური ფაზა დასასრულს უახლოვდება და მან სამხედროების მობილიზება შესაძლოა ჩრდილოეთ საზღვართან, ლიბანთან გადაიტანოს, სადაც ირანის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფთან იბრძვიან.

“ჰამასთან (ღაზაში) ომის ინტენსიური ფაზა დასასრულს უახლოვდება… ეს არ ნიშნავს, რომ ომი დასრულდება, მაგრამ ომი მის ამჟამინდელ ეტაპზე რაფაში დასრულდება. ეს მართალია. ჩვენ მოგვიანებით გავაგრძელებთ ბალახის მოთიბვას,” – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ ის მზად არის “ნაწილობრივი გარიგება” დადოს “ჰამასთან,” რათა დაიბრუნოს ტყვეები, რომლებიც ჯერ კიდევ ღაზაში არიან, თუმცა გაიმეორა, რომ ომი კვლავ გაგრძელდება მიზნის მისაღწევად – “ჰამასის” ლიკვიდაციისთვის – “მე არ ვარ მზად ამის დათმობისთვის” – ამბობს ისრაელის პრემიერი.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...