მთავარისიახლეებისენატორი შაჰინის თქმით, რაც საქართველოში ხდება გავლენას ახდენს ამერიკა-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობაზეც

სენატორი შაჰინის თქმით, რაც საქართველოში ხდება გავლენას ახდენს ამერიკა-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობაზეც

Published on

ამერიკელმა სენატორი ჯინ შაჰინი ამბობს, რომ ის მოვლენები, რაც ახლა საქართველოში ხდება, გავლენას ახდენს საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო ურთიერთობაზე და თანამშრომლობაზე. შაჰინი არის ავტორი “ქართველი ხალხის აქტისა”, რომელიც ორპარტიული კანონპროექტია და ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ფიზიკური პირებისთვის.

“ნამდვილად კარგი ურთიერთობა გვქონდა ჩვენს სამხედროებსა და ქართველ სამხედროებს შორის, მას შემდეგ, რაც ისინი დამოუკიდებლები გახდნენ. გვინდა, ნათლად განვაცხადოთ, რომ ის, რაც ახლა ხდება საქართველოში, გავლენას ახდენს სამხედროებს შორის ამ ურთიერთობებზეც. მართალია, ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა ცალკეა წარდგენილი, თუმცა ის ასევე აისახა თავდაცვის კანონპროექტზე, რომელიც ახლახან გავიდა შეიარაღებული ძალების კომიტეტში”, – ამბობს შაჰინი.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...