მთავარისიახლეებიხაიში-მესტიის გზაზე, ნაკრასთან მოსახლეობამ გზა გადაკეტა

ხაიში-მესტიის გზაზე, ნაკრასთან მოსახლეობამ გზა გადაკეტა

Published on

ხაიში მესტიის გზაზე, ნაკრას მონაკვეთთან, სოფელ ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობამ გზა გადაკეტა.

ისინი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ მონაკვეთზე გზა ჩამოშლილი და ჩარეცხილია. ისინი სწორედ ამას უკავშირებენ მაისის თვეში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რა დროსაც ახალგაზრდები მანქანით მდინარეში გადავარდნენ. შემთხვევის შედეგად ორი მე-12 კლასის მოსწავლე და ერთი მე-11 კლასელი დაიღუპა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლება წლებია ატყუებთ, რომ გზას შეაკეთებენ. მოსახლეობა ამბობს, რომ პასუხი ვერ მიიღეს კითხვაზე, რეალურად როდის დაიწყება სამუშაოები.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ცნობილია, რომ მოსახლეობასთან შეხვედრას აპირებს გამგეობის წარმომადგენელი.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...