მთავარისიახლეები კანონის ინიცირებამდე მოლაპარაკებების გახსნის შანსი იყო 0, დღეს გაზრდილია 20-30%-მდე -კობახიძის...

[რუსული] კანონის ინიცირებამდე მოლაპარაკებების გახსნის შანსი იყო 0, დღეს გაზრდილია 20-30%-მდე -კობახიძის პროპაგანდა

Published on

პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ რუსული კანონის ინიცირებამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსი 0% იყო, ხოლო ახლა შანსი 20-30%-ია.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების გახსნის საკითხს ოპოზიციამ ფასი დაუკარგა.

“რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას და შანსებს, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი კანონის ინიცირებამდე მოლაპარაკებების გახსნის შანსი იყო 0, ამ ლოგიკური დასკვნის გამტანის საშუალებას გვაძლევდა ჩვენ ის შეხვედრები, რომლებიც იმართებოდა ევროკავშირის კონკრეტულ წარმომადგენლებთან, დღეს ეს შანსი, კანონის მიღების შემდეგ, ეს შანსი არის გაზრდილი, დაახლოებით 20-30 პროცენტამდე. თუმცა ეს არის დღევანდელი მოცემულობა. 2023 წელსაც იყო განსხვავებული განცხადებები, მაგრამ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი იმიტომ, რომ სადაც პრინციპულად დადგები იქ შედეგსაც მიიღებ,” – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის მიღება ევროკავშირმა ცალსახად გააკრიტიკა. ამერიკამ დააწესა სანქციები. ევროკავშირი კი მსჯელობს რა ზომები მიიღოს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...