მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში არაფორმალურ შეხვედრას გამართავენ

ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში არაფორმალურ შეხვედრას გამართავენ

Published on

ევროკავშირის ლიდერები, დღეს, 17 ივნისს, ბრიუსელში არაფორმალურ შეხვედრას გამართავენ, სადაც ევროპული არჩევნების შემდეგ უმაღლეს თანამდებობებზე კანდიდატების დამტკიცების საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ ვინ იქნებიან ევროკომისიისა და ევროსაბჭოს მომდევნო ხელმძღვანელები. ასევე უნდა იმსჯელონ, თუ ვინ იქნება საგარეო პოლიტიკის შემდეგი ხელმძღვანელი.

გამოცემის ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობას, სავარაუდოდ, მეორე ვადით დაიკავებს, მას შემდეგ რაც ევროსაბჭოს არჩევნებში მისმა მემარჯვენე ცენტრისტულმა ევროპის სახალხო პარტიამ გაიმარჯვა.

ევროსაბჭოს მომავალი პრეზიდენტის ადგილას პორტუგალიის ყოფილი პრემიერმინისტრის, ანტონიო კოსტას კანდიდატურად განიხილავენ.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ადგილს კი, სავარაუდოდ, ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასი დაიკავებს.

ლიდერები თავიანთ გადაწყვეტილებას ევროკავშირის სამიტზე 27-28 ივნისს დაადასტურებენ.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...