მთავარისიახლეებიორმა მასწავლებელმა შიმშილობა დაიწყო

ორმა მასწავლებელმა შიმშილობა დაიწყო

Published on

სკოლის დირექტორობის კანდიდატების პროტესტი განათლების სამინისტროს – მაია ეკალაძემ და
დათო ფერაძემ ღამე უწყებასთან გაათენეს და შიმშილობა დაიწყეს. ისინი აცხადებენ, რომ დირექტორობის შესარჩევი პროცესი ფასადურია. ეკალაძის თქმით, გაუშვეს სკოლაში, სადაც კონკურსში მონაწილეობას მოქმედი დირექტორი იღებს და არავინ უცო პირს იქ არ აირჩევს.

ისინი განათლების სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ.

“27 მარტიდან გვაქვს შეტანილი განცხადება, გვინდა დირექტორების კონკურსზე პასუხისმგებელ პირთან შეხვედრა და კითხვებზე პასუხის გაცემა. რა თქმა უნდა, წინა კვირას ვუთხარი, რომ მივმართავთ რადიკალურ ფორმებს. არაფერ არ გაიგეს, არ გაითვალისწინეს მესამე თვე სრულდება დირექტორების კონკურსზე პასუხისმგებელ პირებს ვერ შეხვდით. ამ დროს გამოცხადდა შედეგები, გაგიშვეს სკოლებში, ოღონდ იმ სკოლებში, რომლებზეც ერთი სიტყვა არ გვითქვამს რადგან იქ, კონკურსში მონაწილეობის მიღებას აზრი არ ჰქონდა. მოქმედი დირექტორები მონაწილეობენ და შესაბამისად არავინ არ ირჩევს უცხო პირს, უცხო ადამიანს, როგორი ბრწყინვალეც არ უნდა იყოს ის”, – ამბობს მაია ეკალაძე

რაც შეეხება დათო ფერაძეს მისი თქმით, “ფასადურად” ისეთ სკოლებში წარადგენეს, რომლებიც მათთვის პრიორიტეტული არ იყო.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...