მთავარისიახლეებიიძალადეს ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად - ადვოკატის თქმით, ანტირუსულ აქციაზე დაკავებული ციხეში მძიმე...

იძალადეს ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად – ადვოკატის თქმით, ანტირუსულ აქციაზე დაკავებული ციხეში მძიმე პირობებშია

Published on

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული ერთ-ერთი მოქალაქის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ ბრალდებული გლდანის ციხეში მძიმე პირობებში იმყოფება. უფლებადამცველის განცხადებით, მას სხვა პატიმრები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ და ავიწროებენ, რის უკანაც ხელისუფლება დგას.

“რუსულმა ხელისუფლებამ და რუსულმა სისტემამ თავისუფალი ახალგაზრდები აიყვანა ტყვედ და გამოკეტა გლდანის ციხეში, მაგრამ ამ ყველაფრით არ დაკმაყოფილდა და უკვე ახალგაზრდებთან კრიმინალი ტიტუშკები შეაგზავნა ციხის დაწესებულებაში და თვითონ საკანში, სადაც აღნიშნულ ადამიანზე, დაკავებულზე, იძალადეს ფსიქოლოგიურად, იძალადეს ფიზიკურად და უნდოდათ მასზე განეხორციელებინათ ფიზიკური ანგარიშსწორება, მაგრამ იქვე მყოფმა პატიმრებმა გადაარჩინეს ეს ახალგაზრდა. […] ეს ყველაფერი სისხლის სამართლის დანაშაულია, როცა პატიმარ კაცთან შეუშვებ საკანში კრიმინალ ტიტუშკას, ახალგაზრდა ადამიანთან, რომ მასზე იძალადოს ფიზიკურად”, – თქვა ლაშა ტყეშელაძე მედიასთან.

ის სახალხო დამცველს მოუწოდებს პირადად დაინტერესდეს საქმით და კონტროლზე აიყვანოს.

ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ამ ყველაფრით სახალხო დამცველი უნდა დაინტერესდეს”, – განაცხადა ტყეშელაძემ

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...