მთავარისიახლეებიG7-ის გადაწყვეტილებით, გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინას სესხის სახით 50 მილიარდი დოლარი გადაეცემა

G7-ის გადაწყვეტილებით, გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინას სესხის სახით 50 მილიარდი დოლარი გადაეცემა

Published on

დიდი შვიდეულის ქვეყნები შეთანხმდნენ, უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის სესხის გაცემაზე რუსეთის გაყინული აქტივების პროცენტის გამოყენებით. იტალიაში მიმდინარე სამიტში მონაწილეობას იღებდა უკრაინის პრეზიდნეტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც.

გაყინული აქტივების შეთანხმებას “მნიშვნელოვან შედეგს” უწოდებს, აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს იყო “კიდევ ერთი შეხსენება პუტინისთვის, რომ ჩვენ უკან არ დავიხევთ”.

უკრაინის ამ გზით დახმარების წინადადება აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წამოაყენა.

წინადადების არსი არის ის, რომ უკრაინა ახლავე მიიღებს 50 მილიარდს მოკავშირეებისგან, ხოლო სესხი დაფარდება პროცენტით გაყინული რუსული ოქროსა და სავალუტო რეზერვებიდან რომელიც შეადგენს დაახლოებით 300 მილიარდი ევროს. ისინი ინახება დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებში და წელიწადში რამდენიმე მილიარდი შემოსავალი მოაქვს.

ტექნიკური დეტალები უახლოეს კვირებში დაზუსტდება, ახალი ფულადი სახსრები კიევში, სავარაუდოდ, ამ წლის ბოლომდე მიაღწევს G7-ის ყველა სახელმწიფოს კონტრიბუციის წყალობით.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...