მთავარისიახლეებისაზოგადოებაპროტესტი ერევანში - დაშავებულია 100-ზე მეტი და დაკავებულია 70-მდე ადამიანი

პროტესტი ერევანში – დაშავებულია 100-ზე მეტი და დაკავებულია 70-მდე ადამიანი

Published on

100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა ერევანში ანტისამთავრობო აქციაზე. ერთმანეთს დემონსტრანტები და პოლიცია დაუპირისპირდა. ვითარება გუშინ საღამოს დაიძაბა. დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაშავებულთა ნაწილი კლინიკებში რჩება. დაპირისპირების შედეგად სხეულის დაზიანებები მიიღეს სამართალდამცველებმაც.

მომიტინგეები პრემიერ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. ვითარება კი მას შემდეგ დაიძაბა რაც პარლამენტის შენობისკენ მიმავალი ხალხი შეეცადა პოლიციელების კორდონი გაერღვია. საკანონმდებლო ორგანოში ამ დროს ფაშინიანის სიტყვით გამოსვლა მიმდინარეობდა. დაკავებულია 70-მდე ადამიანი. დაწყებულია გამოძიებაც – მასობრივი არეულობის, ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლით.

ამ დროისათვის ერევანში სიმშვიდეა.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...