მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუკა ბერძენიშვილზე თავდამსხმელი ამ დრომდე დაკავებული არ არის

ზუკა ბერძენიშვილზე თავდამსხმელი ამ დრომდე დაკავებული არ არის

Published on

ზუკა ბერძენიშვილზე მომხდარი თავდასხმიდან 24 საათზე მეტი გავიდა, თუმცა პოლიციას არც დაკავებული და არც ბრალდებული ჰყავს. არადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ კრიმინალური ბანდის წინააღდმეგ, რომელიც სამოქალაქო აქტოვისტს თავს დაესხა, პირდაპირი მტკიცებულებები აქვს, მათ შორის კამერების ჩანაწერები და ის ავტომობილი, რომლითაც ბერძენიშვილს “ოცნების” ზონდერ დაჯგუფება ჩაუსაფრდა და სცემა.

სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერი ამბობს, რომ შსს-ს ყველა მტკიცებულება აქვს იმისთვის, რომ დამნაშავეები დაეკავებინა, თუმა ამას არ აკეთებს. მისი თქმით, ამ დრომდე არ არის ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც.

არ გამოკითხულა კამერების მფლობელი და რადგან არ გამოკითხულა, შესაბამისად, არც მომხდარა კამერების ამოღება. შესაძლებელი იყო თავისუფლად მფლობელის გამოკითხვა კამერების და ასევე ყველაზე სწრაფად ალბათ რაც უნდა მომხდარიყო, უნდა მომხდარიყო მანქანის მფლობელის ვინაობა, იმიტომ, რომ ამას სჭირდება დაახლოებით 5 წუთი. ასევე ჩვენ საქმის გადაკვალიფიცირებას ვითხოვთ და ესეც საკმაოდ მარტივია, იმიტომ, რომ ადამიანს სახეზე აქვს დაზიანება, რომელმაც მოითხოვა ქირურგიული ჩარევა. საკმაოდ დეტალურად აღვწერე მომხდარი ინციდენტიც და ასევე მთლიანი ვითარება, რომელიც ამ ინციდენტს წინ უძღოდა, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარეც დავასახელე როგორც ერთ-ერთი ამ ყველაფრის წამახალისებელი, – ამბობს სალომე ბარკერი.

სიახლეები

რეპრესიული აპარატი მოშლილია, თავისუფლების დრო დადგა – ირანის ბოლო შაჰის შვილის მიმართვა

გუშინ საღამოს მიმართვა გაავრცელა ირანის ბოლოს შაჰის დევნილმა შვილმა რეზა ფეჰლევიმ. "ძვირფასო ირანელებო, დებო და...

SJC მაჩალიკაშვილის საქმეზე-საქართველო ვალდებულია, გამოძიება განაახლოს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 10-12 ივნისს გამართულ ადამიანის უფლებათა სხდომაზე შეაფასა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის...

EU-ში მესამე ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმები მიიღეს

მინისტრთა საბჭომ და ევროპარლამენტმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც განახლდა მექანიზმები მესამე სახელმწიფოებთან უვიზო მიმოსვლის...

ოცნება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აუქმებს

ქართული ოცნება ივანიშვილის პარლამენტს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ლიკვიდაციის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, საბჭოს უფლებამოსილებას...