ზუკა ბერძენიშვილი კლინიკიდან გაწერეს

0
79

სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი კლინიკიდან გამოწერეს. მას გუშინ, თავდასხმის შემდეგ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ბერძენიშვილს ყბა-სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული.

ზუკა ბერძენიშვილს მოძალადეები გუშინ, 11 ივნისს, საკუთარ სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თავდასხმიდან 24 საათის შემდეგაც კი სამართალდამცველებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ მოძალადეები, ვისი ავტომობილის სერიული ნომერიც დაზარალებულმა საჯაროდ დაასახელა.

ნაცემი აქტივისტის უფლებადამცველი გამოძიების მიმდინარეობისთვის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს და განმარტავს რომ საქმე არა ცემის, არამედ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით უნდა წარიმართოს.

წინა სტატიაწალენჯიხის იუვენტუსი მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს
შემდეგი სტატიალელომ სუს-ის რეფორმის რვაპუნქტიანი გეგმა წარადგინა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური