მთავარისიახლეებისაზოგადოებასანქციები ივანიშვილს, მთავრობას და "ოცნების" დეპუტატებს - ესტონეთის პარლამენტმა საქართველოს შესახებ დადგენილება...

სანქციები ივანიშვილს, მთავრობას და “ოცნების” დეპუტატებს – ესტონეთის პარლამენტმა საქართველოს შესახებ დადგენილება მიიღო

Published on

57 მომხრე და 13 წინააღმდეგი – ამ მხარდაჭერით მიიღო ესტონეთის პარლამენტმა დადგენილება საქართველოს შესახებ.

ესტონეთის პარლამენტი, ფიქრობს, რომ აუცილებელია, ევროპულმა საბჭომ დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მთავრობის წევრებისა და პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატებს. შეზღუდვა მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში შესვლას ითვალისწინებს.

ესტონეთის პარლამენტი დღის წესრიგში აყენებს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დროების შეჩერებასა და სამთავრობო პროექტების დაფინანსების შეწყვეტას მოითხოვს.

დადგენილების თანახმად, სანამ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არ გაიწვევენ რუსულ კანონს, ესტონეთმა ევროკავშირის საბჭოში EU-ში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებული ყველა შემდგომი ნაბიჯი უნდა დაბლოკოს.

მეტიც, ესტონეთის პარლამენტის დეპუტატები თვლიან, რომ ძალადობაში ჩართული სამართალდამცავებიც უნდა მოექცნენ სანქციების ქვეშ და ევროკავშირში გადაადგილების აკრძალვა უნდა შეეხოთ.

განცხადების მიხედვით, იმ შემთხევაში, თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ეს სანქციები ესტონეთმა უნდა გაატაროს და ჩამოთვლილი პირები ესტონეთში არ უნდა შეუშვან.

ესტონეთის პარლამენტს ასევე სურს, რომ ესტონეთმა შესთავაზოს ევროკავშირის საბჭოს სანქციების დაწესება საქართველოს ძალოვანი სტრუქტურებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივ ჩახშობაში, საქართველოს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებში. თუ ეს წინადადება არ იქნება მხარდაჭერილი, რიიგიკოგუს სურს, ესტონეთმა რესპუბლიკის მთავრობის სანქციები დააწესოს ამ პირების წინააღმდეგ.

რიიგიკოგუ ასევე საჭიროდ მიიჩნევს, რომ ესტონეთმა მხარი დაუჭიროს ევროკავშირის საბჭოში საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის გაყინვას მანამ, სანამ არ გაუქმდება კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

„რიიგიკოგუ გამოხატავს პატივისცემას მამაცი ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მომავალს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...