მთავარისიახლეებისაზოგადოება"ყველას ვამხელთ, ვინც ტერორში იქნება ჩართული" - პაპუაშვილი

“ყველას ვამხელთ, ვინც ტერორში იქნება ჩართული” – პაპუაშვილი

Published on

პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს არ დაუგმია აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმა, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. ბერძენიშვილს სახლთან თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა.

ბერძენიშვილი, მისი მეგობრები და ოპოზიცია მომხდარს აკავშირებს თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე პაპუაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან, სადაც საუბარი რამდენიმე რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეზე იყო.

პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ნაცემი ბერძენიშვილის ფოტო აჩვენა და უთხრა, რომ მას ახალგაზრდების სისხლში აქვს ხელი გათხვრილი:

“ტერორი, რომელიც თქვენ მოაწყვეთ, აუცილებლად იქნება ამაზე შესაბამისი პასუხი გაცემული, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ოქტომბრის არჩევნების შემდგომ მოხდება, უბრალოდ ახალგაზრდა კაცმა ამ სინდისით უნდა იაროთ, რომ ახალგაზრდების სისხლში თქვენ პირადად გაქვთ ხელი გათხვრილი, იმიტომ, რომ თქვენი მოწოდების შემდგომ, ერთ საათში, თქვენივე ზონდერები დაესხნენ ამ ადამიანს თავს”.

პაპუაშვილმა აღნიშნულს ტყუილი უწოდა და კიდევ ერთხელ გაიმეორა იგივე ნარატივი, რაც დილით პოსტად დადო. მისი მტკიცებით, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები ტერორის, ზიზღის ენისა და შეურაცხყოფის ორგანიზატორები არიან.

“სამარცხვინო ტყუილები, რომელიც თქვენგან ისმოდა, რა მოწოდებაზე, არც გრცხვენიათ და დიახ, როდესაც ტერორით დაკავებულები არიან ორგანიზაციები და კონკრეტულად ეს ადამიანი, ორგანიზაცია “სირცხვილია”, ჯემნიუსი, თქვენ კოლეგებს რომ კეფაში ტყვიით ემუქრებოდნენ და თქვენ რომ ტაშს უკრავდით ამ ადამიანებს, აი ამას დაუფიქრდით თუ შეიძლება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და სწორედ ამას ეხებოდა მათ შორის ეს საკითხი და რა თქმა უნდა, ყველა ვინც ტერორში იქნება ჩართული, ყველას ვამხელთ, თავისთავად, განსაკუთრებით იმ მხრივ, როცა ორგანიზაციები რომლებიც დაფინანსებას იღებენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ხალხი, რომელიც ხელფასს იღებს ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ჯემნიუსის ჟურნალისტი რომელიც დეპუტატებს კეფაში ტყვიით ემუქრებოდა საჯაროდ, სირცხვილიას ეს ორი თანამშრომელი, რომლებიც ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს, ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ, გრასის თუ ფაქტჩეკის თანამშრომელი, რომელიც თავს დაესხა პარლამენტის წევრს და შეურაცხყოფას აყენებდა მას. რამდენჯერმე, უკვე რამდენი ხანია ველი, რომ გაემიჯნება ამას ევროკავშირის შესაბამისი ფონდი იქნება თუ რომელიმე ქვეყანა, რომელიც ამ ფონში ფულს რიცხავს, თუ ევროკავშირის კომისია თავად, ვინც თავად აფინანსებს ამ ფონდს, ვერც ერთი განცხადება ვერ ვნახე ამ ძალადობისგან, ტერორისგან გამიჯვნისა”, – თქვა პაპუაშვილმა.

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...