მთავარისიახლეებისაზოგადოებაწალენჯიხის აკადემიის მოსწავლეები "იუვენტუსის" აკადემიების მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას

წალენჯიხის აკადემიის მოსწავლეები “იუვენტუსის” აკადემიების მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას

Published on

ტურინში იუვენტუსის აკადემიების მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. პირველად ევროპაში გამართულ საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობას წალენჯიხის აკადემიის აღსაზრდელებიც მიიღებენ. ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელები დღეს პირველ თამაშს ლონდონის აკადემიის გუნდთან გამართავენ.

ჩემპიონატში ჯამში 26 ქვეყნის 36 აკადემია იღებს მონაწილეობას. ამ ჩემპიონატს წინ უსწრებდა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის დავიდ ტრეზეგეს ვიზიტი საქართველოში. ფრანგმა ფეხბურთელმა წალენჯიხის აკადემიის აღსაზრდელებს საკუთარი ცოდნა გაუზიარა.

პარტია “ლელო” ლიდერებმა უკვე დაანონსეს, რომ იუვენტუსის აკადემია თბილისშიც გაიხსნება.

წალენჯიხის იუვენტუსი, ეს არაჩვეულებრივი ბავშვები ხვალიდან უკვე მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც გაიმართება ტურინში. ეს არის, დაახლოებით, 80, იუვენტუსის აკადემიის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. საკმაოდ საინტერესო ქვეჯგუფში მოხვდა წალენჯიხის იუვენტუსი. ვეთამაშებით ლოს-ანჯელესს, ლონდონს და ა.შ. ბიჭები არიან განწყობილი გამარჯვებისთვის და დავდებთ აუცილებლად გამარჯვების ლელოს, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...