“ივანიშვილი საკუთარ მმართველობას ასრულებს საქართველოს მოქალაქეების 5 მილიარდის მითვისებით”- ნიკა გვარამია

0
61

პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია გამოეხმაურა “დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს, რომლითაც საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები უქმდება და მათ ნაცვლად იქმნება ერთი ორგანო “მმართველობითი საბჭო”.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ეს კანონი არის “პენსიების ქურდი კანონი”.

“ივანიშვილის რეჟიმმა ამ სანქციების, საერთაშორისო სკანდალების საფარქვეშ დაიწყო სპეცოპერაცია, ფინანსური სპეცოპერაცია საქართველოს მოქალაქეების ფულის მითვისების მიზნით, საპენსიო ფონდში დაგროვილი ფულის მითვისების მიზნით. იაფი ფულის დარიგების დაპირებით მოსული ივანიშვილი თავის მმართველობას ასრულებს საქართველოს მოქალაქეების 5 მილიარდის მითვისებით და ივანიშვილი რომ მმართველობას ასრულებს, სრულიად დარწმუნებული ვარ და მინდა დაგარწმუნოთ თქვენც. “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილია ცვლილებები დაგროვებითი პენსიის კანონში, რომელსაც პარტია ახალი, ჩვენი პარტია რომლის ნომერია 4, პენსიების ქურდი კანონის სახელით მოვიხსენიებთ. პენსიების ქურდი კანონის თანახმად, საპენსიო თანხის განკარგვის უფლება გადაეცემა ერთპიროვნულად საქართველოს პრემიერმინისტრს და მის მიერ არჩეულ და კონტროლირებად პირებს”, – თქვა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, ეს თანხა გამოყენებული იქნება ივანიშვილისა და მისი “კარის ბიზნესმენების” პირადი კეთილდღეობისთვის, ფინანსური სანქციებით მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად.

“პირველ რიგში, ეს იქნება გამოყენებული საარჩევნო მიზნებისთვის, მომავალში, ძალიან ხოლო მომავალში და იცოდეთ, რომ ის რასაც დაგირიგებენ წინასაარჩევნოდ, გინდა ოფიციალურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გინდა წინასაარჩევნო მოსყიდვის მეშვეობით არის თქვენი ფული, პერსონალურად თქვენი ფული. [….] ცნობილი და გამოჩენილი პენსიების და ანაბრების ქურდი, ვანო ჩხარტიშვილი, რომელზეც სანქციების გავრცელება მხოლოდ დროის საკითხია, მიიღებს ამ თანხას ამ სანქციებით მიყენებული ზიანის კომპენსირებისთვის. პენსიების ქურდის ინტერესები დაკმაყოფილდება პენსიების ქურდი კანონით და ასეთი ძალიან ბევრია, მხოლოდ ჩხარტიშვილი არ არის ბიძინა ივანიშვილის პირადი მოლარე, ასეთი რამდენიმე ბიზნესმენია, არც თუ ისე ცოტა”, – თქვა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, “ქართული ოცნება” ამ ცვლილებებს მიიღებს და გამოსავალი დაგროვილი ფულის დასაბრუნებლად არის მმართველი გუნდის დამარცხება არჩევნებში. მან იმედი გამოთქვა, რომ პროდასავლური ოპოზიციური პარტიები შეთანხმდებიან აღნიშნული კანონის გაუქმებაზე, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება.

წინა სტატიაარჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ევროპელების უმრავლესობას ძლიერი ევროპა სურს – ლაიენი
შემდეგი სტატიაწალენჯიხის აკადემიის მოსწავლეები “იუვენტუსის” აკადემიების მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური