მთავარისიახლეებისაზოგადოებაბენი განცმა ისრაელის ომის კაბინეტი დატოვა

ბენი განცმა ისრაელის ომის კაბინეტი დატოვა

Published on

ბენი განცმა განაცხადა, რომ 7 ოქტომბერს, ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმის შემდეგ შექმნილ ომის კაბინეტს ტოვებს.

“მთავრობის დატოვება რთული და მტკივნეული გადაწყვეტილებაა”, – თქვა განცმა სატელევიზიო განცხადებაში და ისრაელის პრემიერი გააკრიტიკა. განცის თქმით, ნეთანიაჰუ ხელს უშლის [ღაზის სექტორში] რეალური გამარჯვებისკენ წინსვლას. ის ასევე ნეთანიაჰუს ადანაშაულებს საკუთარი “პოლიტიკური გადარჩენის” ქვეყნის უსაფრთხოების საჭიროებებზე მაღლა დაყენაბაში. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ნეთანიაჰუ “ცარიელ დაპირებებს იძლეოდა” და ქვეყანას სჭირდება სხვა მიმართულებით სვლა, რადგან ის მოელის, რომ ბრძლა წლები გაგრძელდება.

განცმა მოუწოდა ნეთანიაჰუს დანიშნოს არჩევნები.

გადადომას ნეთანიჰუ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ “ახლა ძალების გაერთიანების დროა”.

ოპოზიციის ლიდერმა იაირ ლაპიდმა მხარი დაუჭირა განცის გადაწყვეტილებას, როგორც “მნიშვნელოვანი და სწორი”.

გასულ თვეში, განცმა ნეთანიაჰუს 8 ივნისი დაუსახელა ბოლო ვადად, რათა განემარტა, თუ როგორ მიაღწევდა ისრაელი თავის ექვს “სტრატეგიულ მიზანს”, მათ შორის ღაზის სექტორში “ჰამასის” მმართველობის დასრულებას, ტერიტორიისთვის მრავალეროვნული სამოქალაქო ადმინისტრაციის შექმნას.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...