მთავარისიახლეებიბაიდენი ზელენსკისთან შეხვედრაზე $225 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოაცხადებს - Reuters

ბაიდენი ზელენსკისთან შეხვედრაზე $225 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოაცხადებს – Reuters

Published on

ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დღეს პარიზში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ორივე ქვეყნის ლიდერი საფრანგეთში ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის მე-80 წლისთავის ღონისძიების გამო ჩავიდა.

როგორც Reuters წერს, პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე ბაიდენი კიევისთვის 225 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს.

ეს იქნება მათი პირველი პირისპირ მოლაპარაკებები მას შემდეგ, რაც ზელენსკი დეკემბერში ეწვია ვაშინგტონს. წყაროები ამბობენ, რომ 225 მილიონი დოლარის ახალი დახმარების პაკეტი მოიცავს საარტილერიო ჭურვებსა და საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, სხვა საკითხებთან ერთად.

AP წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დახმარებაში შევა HIMARS სარაკეტო სისტემების საბრძოლო მასალა, საარტილერიო ჭურვები და ნაღმტყორცნების სისტემები, საჰაერო თავდაცვის რაკეტები, საზენიტო რაკეტები Stinger, Javelin და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, 155 მმ ჰაუბიცები.

ბაიდენი და ზელენსკი კვლავ შეხვდებიან მომავალ კვირას იტალიაში G7-ის ქვეყნების სამიტზე, სადაც ქვეყნების ლიდერები განიხილავენ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის გამოყოფისთვის.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...