რა ითქვა MEGOBARI ACT-ის განხილვაზე აშშ-ის კონგრესში, ჰელსინკის კომისიაზე – ძირითადი ციტატები

0
49

🔻 საქართველოსთან დაკავშირებული აქტის ავტორი კონგრესმენი ჯო უილსონია. განხილვაში თანამომხსენებლებად მონაწილეობდნენ და კონგრესმენთა შეკითხვებს პასუხობდნენ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი, საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე და ფონდ “ღია საზოგადოების” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე.

🔻კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ მიესალმება სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას საქართველოს ხელისუფლების ვერტიკალის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.
“მთავარი არხის” ვებგვერდის თარგმნილი ტექსტის მიხედვით, კონგრესმენმა ხაზი გაუსვა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულმა “ქართული ოცნებამ” დაგმო საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკური და დემოკრატიული არჩევანი. ასევე, კონგრესმენმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება გულში იკრავს და ემსგავსება ომის დამნაშავე ვლადიმირ პუტინს, რომელსაც საქაერთველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.

🔻 “ოდიშინიუსის” თარგმანის ტექსტის მიხედვით, ინდიანას წარმომადგენლის შეკითხვაზე, რა უნდა გააკეთოს კონკრეტულად აშშ-მა საქართველოს დასახმარებლად, ნატალია საბანაძემ განაცხადა, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ინდივიდუალური სანქციები უნდა დაუწესდეს, ეს სანქციები კი უნდა შეეხოს მათი ოჯახის წევრებსაც, კერძოდ, მათ არ უნდა მიეცეთ იმის საშუალება, რომ შვილებს ასწავლონ აშშ-ის ძვირადღირებულ უმაღლეს სასწავლებლებში. ნატალია საბანაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ სანქციები საქართველოს საზოგადოებას, მოსახლეობას არ უნდა შეეხოს.

🔻 საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი, “ფორმულანიუსის” თარგმანის მიხედვით:
„საქართველომ უნდა დაინახოს რუსეთი, როგორც ყველაზე დიდი საფრთხე. ეს [კანონი] მოახდენს საქართველოს მომავალზე ზეგავლენას. უნდა გავიხსენოთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს არ უნდა წაერთვას დემოკრატიული მომავალი და დასავლეთს არ უნდა ჰქონდეს შეფერხება, რომ ქვეყანას მხარი დაუჭიროს ამაში”.

🔻 “მთავარი არხის” სინქრონული თარგმანის მიხედვით, ვანო ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ძირს უთხრის აშშ-საქართველოს და [საქართველო]-ევროპის პარტნიორობას: “ძალიან ბევრი გაკეთდა როდესაც საქმე ეხება საქართველოს ძალების სამხედრო მხარდაჭერას, ასევე დემოკრატიის განვითარებისთვის ძალიან ბევრი იქნა გაკეთებული. ეს მხარდაჭერა საქართველოს საზოგადოებისთვის და საქართველოს ხალხისთვის არ უნდა შეწყდეს და როგორც აქ იყო ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლება ძირს უთხრის აშშ-საქართველოს და [საქართველო]-ევროპის პარტნიორობას”.

🔻კონგრესმენმა სტივ კოენმა (“ტაბულას” მიერ თარგმნილი ტექსტი) აღნიშნა, რომ ივანიშვილი არც პრემიერმინისტრია და არც პრეზიდენტი, მაგრამ საქართველოში შოუ მას მიჰყავს:
“ბატონი ივანიშვილი უკვე თორმეტი წელია რაც ძალაუფლების სათავეშია – მიუხედავად იმისა, რომ ის არც პრემიერმინისტრია და არც პრეზიდენტი, ის არის მთავარი კაცი, მას მიჰყავს შოუ.
არ მიყვარს ხალხის განსჯა, მაგრამ როცა ივანიშვილი პირველად ვნახე, მივხვდი, ის “ოცნება” არ იყო – ის ჰგავდა ბევრ კორპორატიულ, საქმიან ადამიანს, რომელთაც სურთ მართავდნენ ყველაფერს – ავტოკრატის ტიპს, რომლებიც მთავრობებს უყურებენ, როგორც გზას, გააფართოვონ თავიანთი სურვილები და ინტერესები”.

წინა სტატიასაქართველოს ხელისუფლება პუტინს ემსგავსება – კონგრესმენი ჯო უილსონი
შემდეგი სტატიაგოგოებს ფოტოსესიაზე იბარებდა, სასმელში ფხვნილს უყრიდა, სქესობრივ კავშირს ამყარებდა და იღებდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური