მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს ხელისუფლება პუტინს ემსგავსება - კონგრესმენი ჯო უილსონი

საქართველოს ხელისუფლება პუტინს ემსგავსება – კონგრესმენი ჯო უილსონი

Published on

megobari აქტის დოკუმენტის ავტორი, კონგრესმენი ჯო უილსონი, საქართველოს საკითხის განხილვისას კონგრესში აცხადებს, რომ მიესალმება სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას საქართველოს ხელისუფლების ვერტიკალის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით. 

“მთავარი არხის” ვებგვერდის თარგმნილი ტექსტის მიხედვით, კონგრესმენმა ხაზი გაუსვა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულმა “ქართული ოცნებამ” დაგმო საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკური და დემოკრატიული არჩევანი:

“ქართულმა ოცნებამ”, რომელსაც მართავს ბიძინა ივანიშვილი, დაგმო ყოველმხრივი ევროატრალნტიკური და დემოკრატიული არჩევანი საქართველოს მოსახლეობის. მიიღო [უცხოელი აგენტების კანონი] და ამას მოჰყვა მასობრივი პროტესტი, რომელსაც ხედავთ. ასევე აქტიურად ხდება პუტინის პოლიტიკის გადმოღება. საქართველოს უსაფრთხოების ძალები დარტყმას ახორციელებენ მოქალაქეებზე და “ქართული ოცნება” ახორციელებს ჩინეთის პოლიტიკურ პარტიასთან თავის ურთიერთობებს. ხდება ძირითადი ინფრასტრუქტურის გადაცემა ჩინური კომაპნიისთვის…

აშშ-მ არ უნდა მისცეს საშუალება, რომ მოხდეს საქართველოს დემოკრატიაზე და მის ევროატლანტიკურ მომავალზე. ამას პასუხი უნდა გაეცეს, ამიტომ, მივესალმები სახდეპის განცხადებას სავიზო აკრძალვებთან დაკავშირებით, ნებისმიერ პიროვნებასთან დაკავშირებით, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ჩვენ უნდა მეგობარი აქტის წარდგინებით, საქართველოს 
წარმომდგენბთან და ასევე სენატის და კონგრესმენების წევრებთან ერთად, მოხდეს სავიზო შეზღუდვებისა და სანქციების დაწესება იმ პირების მიმართ, ვინც ძირს უთხრის სახელმწიფოს დემოკრატიას და ახორციელებს რეპრესიებს მოქალაქეების მიერ.

ეს ძალისხმევები საქართველოში წამყვან პირებთანაა დაკავშირებული. ასევე საჭიროა სპეციალური ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც იმუშავებს საქართველოში არჩევნებამდე. MEGOBARI აქტის კანონპროექტი ხაზს უსვამს უფრო ძლიერ სიღრმისეულ ურთიერთობებს, რომელიც უნდა დამყარდეს საქართველოსა და აშშ-ს შორის, – აცხადებს უილსონი (“მთავარი არხის” ვებგვერდის თარგმანი).

დღევანდელ მოსმენაში მონაწილეობენ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი, საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე და ფონდ “ღია საზოგადოების” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე.

სიახლეები

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ...